შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტები თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოინახულეს

შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტები თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოინახულეს. მათი თქმით, ეს ადამიანები მე-18 დღეა შიმშილობენ და სათანადო ყურადღებას იმსახურებენ.

,,ჩვენი მიზანი იყო, გვენახა ეს ადამიანები და გაგვეგო, როგორ არიან. ორი დღის წინ დაარბიეს და ჯერ არც არავინ დაუკავებიათ. მე-18 დღეა, რაც ისინი შიმშილობენ და სარისკოა უკვე ეს პერიოდი, რადგან ამდენდღიანი შიმშილობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, იმდენი რამ ხდება ჩვენს თავს, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ მოშიმშილე აქტივისტებს. თან მანძილიც დიდია, ჩვენ თბილისში ვართ , ეს ადამიანები კი აქ, შეკვეთილში. გვინდოდა მოგვეკითხა, გვენახა და მადლობა გვეთქვა იმისთვის, რასაც აკეთებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ გეგუჩაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა