„ევროპული საქართველოს“ წევრები რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

“ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა, ქალაქის თვითმმართველობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით -„უხამსობა ტეხავს“, „ბოდიში აგვიანებს“, „სირცხვილია“, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანისგან სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარზე ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან სოციალურ ქსელში უხამსი კომენტარების წერა.

„სირცხვილია საკრებულოს თავმჯდომარის ასეთი უხამსი და დისკრიმინაციული შეფასება. სირცხვილია, მისი უტიფარი ტყუილი, თითქოს ის სხვას გულისხმობდა, მას შემდეგ, რაც ამას მოყვა საზოგადოების ძალიან მწვავე, სამართლიანი შეფასება. ვისაც არ უნდა გულისხმობდეს, ზოგადად ასეთი დამოკიდებულებაა სირცხვილი. რა მაგალითს აძლევს ის დანარჩენ საჯარო მოხელეებს და საზოგადოებას. ჩვენ ვითხოვთ ლევან ონიანისგან დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდას მისი უხამსი და დისკრიმინაციული შეფასების გამო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ნინო იმედაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს ამსახველ პოსტს კომენტარის სახით მიაწერა - „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, რასაც ონიანის მისამართით საზოგადოების მხრიდან მწვავე კომენტარები და შეფასებები მოყვა. მოგვიანებით ლევან ონიანმა განმარტა, რომ მას ამ კომენტარში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა