კასპში გიორგი სააკაძის ძეგლი იწმინდება

კასპში, გიორგი სააკაძის ძეგლის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ძეგლის წმენდა თანამედროვე მეთოდით ხორციელდება და რამდენიმე დღეში დასრულდება. გიორგი სააკაძის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც კასპის ცენტრალურ სკვერშია განთავსებული, 1971 წელს დაიდგა. ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ მერებაშვილის ინიციატივით იწმინდება.

გაწმენდით სამუშაოებს კომპანია „ეკო ქლინინგი" აწარმოებს.

,,ჩვენ ვიყენებთ იმ მეთოდს, რომლითაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ეიფელის კოშკს და სხვა ღირსშესანიშნავ ძეგლებს ასუფთავებენ ევროპაში. ვულოცავ კასპს, რომ სწორედ ამ მეთოდის გამოყენება არჩია, რადგან დიდი მოურავი არა მარტო კასპის, არამედ საქართველოს საკუთრებაა", - აცხადებს კომპანიის დირექტორი გუგა ნადირაშვილი.

მისი განმარტებით, ძეგლი ,,სოდა ბლასტინგის" და ,,იბიქსის" მეთოდით იწმინდება.

,,ფაქტობრივად, მთელ სიბინძურეს ვაცლით. მაგალითად, ზურგზე, მხოლოდ, ცემენტის რაოდენობა სანტიმეტრნახევარზე იყო. რაც შეეხება ფერს, ძეგლი იღებს თავის ფერს. ბრინჯაოა და დაახლოებით, ერთ თვეში, ის ბუნებრივად დაჟანგდება. არსებობს, სწრაფად, დაჟანგების მეთოდიც, თუმცა, ბუნებრივი მეთოდი მისაღებია", - განმარტავს სპეციალისტი.

აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა