შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 მოშიმშილე აქტივისტი შეუძლოდ გახდა. მინდია ადაძე და მარად შავაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სათანადო სამედიცინო კვლევები უტარდება. მედიკოსები მათ შიმშილობის შეწყვეტას ურჩევენ.

„მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი დღეა შიმშილობენ, აქვთ ზოგადი სისუსტე. პირველადი დახმარება ჩვენ ადგილზე გავუწიეთ, მაგრამ დანარჩენი სტაბილიზაციისთვის გადმოვიყვანეთ კლინიკაში. თერმოდინამიკა ნორმაში აქვთ,“- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ნანა რირუამ.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი მე-19 დღეა შიმშილობს. ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა