აქტივისტები, რომლებიც გუშინ შეუძლოდ გახდნენ,  შეკვეთილში შიმშილობას აგრძელებენ

აქტივისტებმა მინდია ადაძემ და მარად შავაძემ ფოთის ჰოსპიტალი დატოვეს.მათ მედიკოსებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს, მაგრამ ისინი შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციას აგრძელებენ.

,,ეს ბიჭები ჯერჯერობით აგრძელებენ შიმშილობას, მაგრამ ძალიან უმძიმთ უკვე. ალბათ მალე შეწყვეტენ ,“- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბონდო თედორაძემ.

შეგახსენებთ, რომ მინდია ადაძე და მარად შავაძე შეუძლოდ გუშინ გახდნენ, რის გამოც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა. შეკვეთილში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია მე-20 დღეა მიმდინარეობს.

დღეს 19:00 საათზე კი, იგივე მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქტივისტები, რომლებიც გუშინ შეუძლოდ გახდნენ, შეკვეთილში შიმშილობას აგრძელებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს