წყალტუბოს რაიონში იმერეთის რეგიონის აგროფესტივალი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართა , რომლის ფარგლებში პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აგროფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა რეგიონების მასშტაბით აგროფესტივალების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას“ ,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა

აგროფესტივალზე წარმოდგენილი იყო იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო. სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვა.

„იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო. აგროფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა