სამტრედიაში საფეხმავლო ხიდზე საპროტესტო აქცია დაპირისპირების გამო ჩაიშალა

სამტრედიაში საფეხმავლო ხიდზე საპროტესტო აქცია დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილზე მყოფი პირები დაუპირისპირდნენ.

მიზეზი ხიდზე დაგეგმილი პერფორმანსი გახდა. ახალგაზრდებს ხიდზე ბანერის, წარწერით "გახარია წადი", გადმოფენის უფლება არ მისცეს ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა და რკინიგზის წარმომადგენლება. მათი განცხადებით, ხიდი "საქართველოს რკინიგიზის" დაქვემდებარებაშია და ბანერის გამოფენის ნებართვაც მათგან უნდა ჰქონდეთ.

აქციის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს გადაღების უფლებას უზღუდავდნენ, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ ჟურნალისტებს სამტრედიის ტერიტორია დაეტოვებინათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა