მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები  მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, ძლიერმა წვიმამ სოფლის გზაზე ნიაღვარი წარმოქმნა და სახლები დატბორა. დატბორილი სახლებიდან წვიმის წყალი უკვე ამოიტუმბა, ასევე მიმდინარეობს ეზოებისა და გზების გაწმენდა.

,,ძლიერი წვიმა წუხელ გვიან ღამით დაიწყო. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იყო და ტარდებოდა სტიქიის დროს გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ დროისათვის სოფელში ტექნიკა მუშაობს. მარნეულის სოფლები 4 დღის წინ ასევე დააზარალა სტიქიამ, დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, მოსავალი განადგურდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის", - განაცხადა ზაურ დარგალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა