თურქეთში რუსეთიდან С-400-ის კომპონენტებით დატვირთული მეშვიდე თვითმფრინავი დაეშვა

თურქეთის „მიურთეზის“ სამხედრო ბაზაზე მეშვიდე თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც რუსეთისგან შესყიდული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის კომპონენტები ჩაიტანა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

თურქეთმა რუსეთისგან კომპლექსის მიღება პარასკევიდან დაიწყო.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსეთისა და თურქეთის მსგავსი სახის თანამშრომლობა С-400-ის კომპლექსთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც იგეგმება.

„თურქეთი პირველი მერცახლია. რეგიონში აუცილებლად გაჩნდება С-400 და კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღების სიტემა რუსეთიდან. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ამ თანამშრომლობის მოცულობა ძალიან დიდია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გაიზრდება,“ - განაცხადა სლუცკიმ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს