შეკვეთილში აქციის მონაწილეებმა „პარაგრაფისკენ“ მსვლელობა შეწყვიტეს და კარავთან დაბრუნდნენ

შეკვეთილში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული და სასტუმრო ,,პარაგრაფისკენ" მიდიოდნენ, მსვლელობა შეწყვიტეს. მათ კვლავაც ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ კარავთან გადაინაცვლეს.

,,ჩვენ დღეს ჩავატარეთ მრავალრიცხოვანი აქცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღდეგ. ეს სისხლისღვრა არავის შერჩება და ბუნებრივია, ამისათვის არამარტო გახარია, არამედ ივანიშვილი პოლიტიკურადაც აგებს პასუხს. დარწმუნებული ვარ, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.დღევანდელი აქცია იყო კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მოწოდება გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მთელი საქართველო, ყველა პატრიოტი იზიარებს იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნებიც აქვთ თბილისში ახალგაზრდებს. ეს პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ გადადგება გიორგი გახარია, გაგრძელდება მანამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება პროპორციული არჩევნების გზით,”-განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობი ერთ - ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა