ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და სასულიერი პირებმა კვართი და წმინდანთა ნაწილები დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

ამ წუთებში მშენებარე ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ატარებს. წირვის შემდეგ მორწმუნეებს ექნებათ საშუალება კვართსა და სხვა სიწმინდეებს ემთხვიონ. ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდში მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩადიან.