ზურაბ ბატიაშვილი - ჩვენთვის ძალზედ არასასურველი იქნება აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობა, თუ თურქეთი არ იქნება ნატოს წევრი და იგი ღიად წავა აშშ-ს და დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ

თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შეძენა რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ძალთა ბალანსზე, სავარუდოდ, როგორი იქნება მომხდარზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია, ასევე იმაზე, უკვე ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით რა ტიპის საფრთხეეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო, „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, შესაძლოა, 12 ივლისი საკმოად მნიშვნელოვანი თარიღი აღმოჩნდეს არა მარტო ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთ-თურქეთის ისტორიაში.

12 ივლისს ორმა რუსულმა სატრანსპორტო თვითფრინავმა ანკარის ახლოს მდებარე მურთედის სამხედრო ავიაბაზაზე S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჩაიტანა.

სულ თურქეთი წლის ბოლომდე S-400-ის ოთხ დივიზიონს მიიღებს. სხვადასხვა ინფორმაციით, ამ შენაძენში თურქეთმა რუსეთს უკვე გადაუხადა ორი მილიარდი გადაუხადა. სხვა ინფორმაციებით, ამ რუსული ტექნიკის საყიდლად მოსკოვმა ანკარას ერთი მილიარდი ასესხხა.

ისეა თუ ასე, ვაშინგტონისა და ბრიუსელის საპროტესტო განცხადებების მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ეს ნაბიჯი გადადგა, რითაც რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იმ ვითარებაში გაღმავდა, რომ თურქეთი ნატოს წევრია.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ეს ახლო აღმოსავლეთსი ისედაც გართულებულ ვითარებაზე?

- ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში - აშშ-ირანის, ისრაელ-ირანის დაპირისპირება, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი და ა.შ., რაც დამატებით საფრთხეებსა და გამოწვევებს ქმნის რეგიონისთვის.

საქართველოსთვის ყველაზე საყურადღებო საკითხი მაინც ნატოს ორი ძლიერი წევრი სახელმწიფოს აშშ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობები და ამ მხრივ მოსალოდნელი საგარეო პოლიტიკური რყევებია, რამაც შესაძლოა ამ ორი ქვეყნის გზების გაყრა და ანკარის მოსკოვთან დაახლოება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი მოვლენა კი ერთ-ერთი უმთავრესი უსაფრთხოების გამოწვევა შესაძლოა გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოსთვის ყველაზე საყურადღებო ნატოს ორი ძლიერი წევრი სახელმწიფოს აშშ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობებია, ვინაიდან ეს ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა უსაფრთხოების ერთერთი უმთავრესი გამოწვევა გახდეს

ვაშინგტონი და ანკარა ათწლეულების განმავლობაში თითქმის პარალელურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებდნენ და თურქეთი ისრაელთან ერთად აშშ-ს მთავარი მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც თურქეთმა ახლო აღმოსავლეთში დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში არ მოდიოდა აშშ-ს ინტერესებთან.

ორმხრივ ურთიერთობებში თანდათან დაგროვდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ხელს უშლიან ურთიერთობების განვითარებას და პრობლემას უქმნიან მათ მოკავშირეობას.

ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული წარმოების S-400-ების შეძენაც ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობის გამოძახილია. მოსალოდნელია, რომ აშშ სანქციებს შემოიღებს თურქეთის წინააღმდეგ. ეს კი გამოიწვევს ანკარის დისტანცირებას ვაშინგტონისგან

ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული წარმოების S-400-ების შეძენაც ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობის გამოძახილია. მოსალოდნელია, რომ აშშ სანქციებს შემოიღებს თურქეთის წინააღმდეგ. ეს კი გამოიწვევს ანკარის დისტანცირებას ვაშინგტონისგან.

S-400-ებთან დაკავშირებით ნატოს შიგნით შექმნილი დაძაბულობა კი ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ბზარის შეტანას ალიანსის ერთიანობაში.

- ვაშინგტონი კარგა ხანი ცდილობდა, რომ ანკარას ეს ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ თურქეთის მიერ S-400-ის შეძენა უკვე მომხდარი ფაქტია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი და ნატოს ბრიუსელის ოფისი თურქეთის წინააღმდეგ?

თუ მანამდე ამბობდნენ, რომ სამხედრო სფეროში ანკარასა და მოსკოვის გარკვეული დაახლოების შემთხვევაში ნატოდან თურქეთის გარიცხვამდე საქმე არ მივიდოდა, ამგვარი მიდგომა კვლავ ძალაში დარჩება თუ ამ საკითხში კორექტივების შეტანა შესაძლებელია?

- ოფიციალური ვაშინგტონი წლების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა ანკარისგან ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმას იმ მიზეზით, რომ რუსული სისტემები ტექნიკურად შეუთავსებელია დასავლურ შეიარაღებასთან და შეუძლებელია მათი ჩართვა ნატოს საერთო თავდაცვით სისტემაში.

აშშ-ს ოფიციალური პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ არ სურდათ F-35-ების სიახლოვეს S-400-ის ინსტალაცია იმ მიზეზით, რომ რუს სპეციალისტებს შეექნებოდათ წვდომა ამ უახლეს ავიაგამანადგურებლების მონაცემებზე. თუმცა, ანკარამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თურქეთმა მ.წ. 12 ივლისს უკვე მიიღო S-400-ების პირველი ნაწილები.

ჯერჯერობით უცნობია, რა სფეროებს მოიცავს ამერიკული სანქციები თურქეთის წინააღმდეგ და რა ზომის იქნება იგი. თუმცა, ერთი რამ ცხადია - მას მძიმე შედეგები მოყვება.

S-400-ებთან დაკავშირებით ნატოს შიგნით შექმნილი დაძაბულობა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ბზარის შეტანას ალიანსის ერთიანობაში

აშშ - თურქეთის დაძაბულობას თავისი სამხედრო-პოლიტიკური ფასიც ექნება. საუბარია როგორც თურქეთში არსებული ინჯირლიქის ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზის ფუნქციონირებაზე, ისე ყველაზე რადიკალურ შესაძლებლობაზე - თურქეთის ნატოში წევრობის საკითხზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დააყენა მ.წ. 3 აპრილს, როდესაც S-400-ების თემასთან დაკავშირებით ანკარას მოუწოდა გაეკეთებინა არჩევანი ნატოსა და რუსეთს შორის.

თავად ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონიდან გაკეთდა ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება, ძალზედ დამაფიქრებელი ფაქტია და მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება.

- მიუხედავად იმისა, რომ სირიის საკითხში ანკარისა და მოსკოვის, ვაშინგტონისა და ანკარის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, ისინი მაინც ახერხებენ მეტ-ნაკლები წარმატებით თანამშრომლობას.

იგივე შეიძლება ითქვას ისრაელსა და რუსეთის ურთიერთობებზე. სირიისა და ირანის საკითხებში მხარეებს განსხვავებული პოზიციები კი აქვთ, მაგრამ ისინიც მშვენივრად თანამშრომლობენ. სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შეძენა რეგიონის უმნიშვნელოვანეს საკვანძო საკითხებში მხარეებს შორის პოზიციებში?

- აშშ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ბუნებრივად იბადება კითხვა - რამდენად შესაძლებელია ანკარა-მოსკოვის დაახლოება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი 2015 წელს სირიის კონფლიქტში ჩარევის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა.

ანკარის ვაშინგტონისგან დაშორება ავტომატურად არ ნიშნავს ყველა საერთაშორისო საკითხზე მის მოსკოვთან ჰარმონიაში მოსვლას მნიშვნელოვანი მომენტის გამო.

ჯერჯერობით უცნობია, რა სფეროებს მოიცავს ამერიკული სანქციები თურქეთის წინააღმდეგ და რა ზომის იქნება იგი. თუმცა, ერთი რამ ცხადია - მას მძიმე შედეგები მოყვება

ანკარას და მოსკოვს გრძელვადიანად განსხვავებული მიზნები გააჩნიათ, რაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან ერთმანეთის არა სტრატეგიული მოკავშირეები, არამედ ტაქტიკური მოკავშირეები.

ამ განსხვავებული ინტერესების გამოა, რომ მხარეებს ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები უკავიათ მთელ რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემების მიმართ. ეს საკითხებია: კოსოვო, ყირიმი, ყარაბაღი, სირია, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი და ა.შ.

ანკარის ვაშინგტონისგან დაშორება ავტომატურად არ ნიშნავს ყველა საერთაშორისო საკითხზე მის მოსკოვთან ჰარმონიაში მოსვლას მნიშვნელოვანი მომენტის გამო

ეს ისეთი თემებია, რომლებიც ადვილად გადახედვას არ ექვემდებარება. მაგალითად, სერიოზული პრობლემები შეექმნება თურქეთის ნებისმიერ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით, თუ იგი გაიზიარებს რუსეთის პოზიციას ყარაბაღის საკითხთან მიმართებაში და აზერბაიჯანის პოზიციის მიუხედავად დაიწყებს სომხეთთან დაახლოების პროცესს. ამის ნათელი მაგალითი იყო 2009 წელს თურქეთსა და სომხეთის დაახლოების პროცესი, რომელიც გაიყინა აზერბაიჯანის მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამო.

იგივე ითქმის წლების განმავლობაში მიმდინარე სირიის კონფლიქტზე, სადაც ანკარა და მოსკოვი, გამოდიან რა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა ძალებს უჭერენ მხარს. რუსეთი ღიად ეხმარება ასადის რეჟიმს, ხოლო თურქეთი - სირიის ოპოზიციას.

ანკარას და მოსკოვს გრძელვადიანად განსხვავებული მიზნები გააჩნიათ, რაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან ერთმანეთის არა სტრატეგიული მოკავშირეები, არამედ ტაქტიკური მოკავშირეები

მსგავსი სიტუაციაა საქართველოს, უკრაინასა და ბალკანეთთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ანკარა აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ანკარა არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა 2014 წელს მოახდინა აღნიშნული ნახევარკუნძულის ანექსია. თურქეთი აღიარებს და მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რუსეთი კი ამის წინააღმდეგია. ანკარის მოკავშირე ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ცენტრალური ხელისუფლებაა, მოსკოვისა კი - ამ ქვეყანაში შემავალი, თუმცა სეპარატისტულ განწყობებში შემჩნეული „სერბული რესპუბლიკა“.

ამის გარდა, სირთულეების მიუხედავად, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო რუსეთი ნატოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

ეს და კიდევ სხვა არაერთი სერიოზული განსხვავება, რომელიც ბუნებრივად არსებობს თურქეთისა და რუსეთის ინტერესებში, ადვილად ვერ აღმოიფხვრება. მათი გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაწევა ან დროებით პრიორიტეტებიდან ამოღება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ დიდი გეოპოლიტიკური რყევების შემთხვევაში. ისეთი, როგორიც შესაძლოა იყოს თურქეთის ნატოში წევრობის საკითხი.

საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია იმის საფრთხე, რომ რუსეთი და თურქეთი მისი ინტერესების ხარჯზე გარიგდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ალბათობის გამორიცხვა მომავალში შეუძლებელია.

ეს და კიდევ სხვა არაერთი სერიოზული განსხვავება, რომელიც ბუნებრივად არსებობს თურქეთისა და რუსეთის ინტერესებში, ადვილად ვერ აღმოიფხვრება

ასეთი ალბათობა შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ იქნება ნატოს წევრი ქვეყანა და თუ იგი ღიად წავა აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ ეტაპისთვის შექმნილ საერთაშორისო კონიუქტურაზე და უპირველეს ყოვლისა აშშ-ს პოზიციაზე.

- თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა იმის მიუხედავადაც ღმავდება, რომ თურქეთსა და ირანს შორის ფარულ თუ ღია დაპირისპირებაში მოსკოვს აშკარად თეირანის პოზიცია უჭირავს.

მეორე მხრივ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ანკარამ დაარღვია 2015 წლის შეთანხმება, რომლის შემდეგაც აშშ-მ და ევროპამ ირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნა, მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ირანის ზეწოლის ღონისძიებებში.

აშშ ამ შეთანხმებას თეთრ სახლში ტრამპის მისვლის შემდეგ გამოეთიშა, რის გამოც ირანსა და აშშ-ს შორის ახლა უკიდირესად დაძაბული ვითარებაა. რადაგაც ძირითადად თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შეძენის საკითხებზე ვსაუბრობთ, თქვენი აზრით, მომხდარი სავარაუდოდ როგორ აისახება ერთი მხრივ ანკარა თეირანისა და მეორე მხრივ მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობებზე?

- არც ანკარა-თეირანის ურთიერთობა და არც მოსკოვი-თეირანის ურთიერთობა არ არის სტრატეგიული თანამშრომლობა. გრძელვადიანად პერსპექტივაში მათ განსხვავებული მიზნები და ამოცანები გააჩნიათ, რაც მოკავშირეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია.

საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია იმის საფრთხე, რომ რუსეთი და თურქეთი მისი ინტერესების ხარჯზე გარიგდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ალბათობის გამორიცხვა მომავალში შეუძლებელია

მათ შორის დაპირისპირება ყველაზე თვალნათლივ სირიაში ჩანს. გარდა იმისა, რომ რუსეთი და თურქეთი კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა ძალებს უჭერენ მხარს, მნიშვნელოვანი ბზარი არსებობს რუსულ-ირანულ ურთიერთობებშიც.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ისრაელის ავიაცია ხშირად შედის სირიის საჰაერო სივრცეში და ბომბავს ირანის სამხედრო ბაზებს, რაზეც რუსეთი ისრაელთან შეთანხმებით ყოველთვის თვალს ხუჭავს.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ისრაელის ავიაცია ხშირად შედის სირიის საჰაერო სივრცეში და ბომბავს ირანის სამხედრო ბაზებს, რაზეც რუსეთი ისრაელთან შეთანხმებით ყოველთვის თვალს ხუჭავს

საქმე იმაშია, რომ მართალია მოსკოვიცა და თეირანიც ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს, მაგრამ ორივე ცდილობს, რომ მისი გავლენა უპირატესი იყოს, რის ფასსაც ძირითადად თეირანი იხდის, რომელიც არც თუ ისე კმაყოფილია მოსკოვის საქციელით.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად „სანდო“ და „ერთგული“ პარტნიორია რუსეთი საერთაშორისო არენაზე.

- თურქეთის მიერ რუსული S-400 შეძენაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ სომხეთში. სოციალური ქსელის სომხურ სეგმენტში მომხდარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მეტიც, რუსეთს საყვედურობდნენ იმის გამო, რომ თურქეთი S-400-ებს სომხეთის საზღვერბთან განალაგებდა.

იმის გათვალიწინებით, რომ S-400 ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი თავდაცვითი კომპლექსია, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ თურქეთი მას განათავსეს თავისი საზღვრების სამხრეთ მიმართულებაზე საიდაც მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. იგულისხმება თურქეთ-სირიის საზღვარი. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მომხდარის გამო სომხური შიშები?

- პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს შიში გადაჭარბებულია და აი, რატომ: სამხედრო თვალსაზრისით თურქეთისთვის სომხეთი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ შორის დიდი განსხვავებაა მოსახლეობის რაოდენობის, ტერიტორიების ზომების, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების პოტენციალის თვალსაზრისით. სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვარსაც, ისევე როგორც ბევრ რამეს სომხეთში, რუსეთი აკონტროლებს.

ანკარისთვის რეალური მოწინააღმდეგე სომხეთის მიმართულებაზე მხოლოდ რუსული სამხედრო ნაწილებია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები დათანხმდნენ S-400-ების სომხეთის სიახლოვეს განთავსებაზე.

საქმე იმაშია, რომ მართალია მოსკოვიცა და თეირანიც ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს, მაგრამ ორივე ცდილობს, რომ მისი გავლენა უპირატესი იყოს, რის ფასსაც ძირითადად თეირანი იხდის, რომელიც არც თუ ისე კმაყოფილია მოსკოვის საქციელით

ამ მომენტისთვის S-400-ების მხოლოდ პირველი ნაწილებია მიწოდებული და დანარჩენი ნაწილების მიწოდება თვეებზე გაიწელება. ცალკე დიდი თემაა აშშ-ს მოსალოდნელი რეაქცია და შესაბამისად, ზუსტად არაა გადაწყვეტილი, თუ სად მოხდება ამ სისტემების განთავსება.

ჯერჯერობით რაც დავინახეთ, არის ის, რომ პირველი ნაწილები ანკარაში ჩავიდა. ამიტომ გამორიცხული არაა, სისტემების პირველი ნაწილის მიზანი სწორედ დედაქალაქის დაცვა იყოს.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ ერევნის პრეტენზიები გააქტიუროს?

გვახსოვს, თავის დროზე ობამამ მოუწოდა ანკარას წერტილი დაესვა სომხეთთან დაპირისპირებაზე, რის შემდეგაც ანკარამ და ერევანმა რომში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეკონომიკური ვაჭრობის შესახებ, თითქოს პროცესი დაიწყო, მაგრამ თურქეთის მიერ სომხური გენოციდის აღიარების საკითხში ხისტი პოზიციის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა...

- ამ მომენტისთვის ზუსტად არავინ იცის, რამდენად ღრმად შეიძლება წავიდეს აშშ-თურქეთის დაძაბულობა. კრიზისის პერიოდში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ-სა და თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ შემოღებულ სანქციებსა და მათზე რეაგირებაზე, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვის შესაძლებლობებზე.

ერთი რამ ცხადია: აშშ - თურქეთის ურთიერთობები სერიოზულ კრიზისში შედის და მისი დაძლევა ადვილად ვერ მოხერხდება.

ანკარისთვის რეალური მოწინააღმდეგე სომხეთის მიმართულებაზე მხოლოდ რუსული სამხედრო ნაწილებია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები დათანხმდნენ S-400-ების სომხეთის სიახლოვეს განთავსებაზე

კრიზისის გარღმავების შემთხვევაში თურქეთი დაშორდება დასავლეთს, რაც შეამცირებს მათ თანამშრომლობას უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში.

ასეთ ვითარებაში კი ბევრი რამის გამორიცხვა შეუძლებელი გახდება. რამდენად შესაძლებელია მასში აღმოჩნდეს ე.წ. „სომხური საკითხიც“, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

- გასაგებია, რომ ვაშინგტონი ანკარაზე ვაშინგტონის ზეწოლის ფარგლებში თურქეთის ეკონომიკას პრობლემები შეექმნება, რაც საქათველოზე აისახება, ვინაიდან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორია.

ეკონომიკური ფაქტორების გარდა, საქართველოსთვის ანკარისა და მოსკოვის დაახლოებაც საკმაოდ ბევრი საფრთხის შემცველია.

რუსული S-300 ტიპის კომპლექსები კარგა ხანია დგას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს თურქეთის ტერიტორიაზე რუსული S-400-ის დამონტაჟების შემდეგ და თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღმავების შემთხვევაში?

- აქ მთავარი თემაა, რომ საქართველო უკვე ყველა მხრიდან რუსული წარმოების იარაღით იქნება გარშემორტყმული. თუ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ რუსული წარმოების S-400-ები შესაძლოა დასავლური შეიარაღების წინააღმდეგ სადაზვერვო მიზნებით იქნას გამოყენებული, ძალიან ბუნებრივი იქნება თუ მსგავსი ეჭვი ჩვენთანაც გაჩნდება.

პოლიტიკურ საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენთვის ძალზედ არასასურველი იქნება ნატოს წევრი ორ ძლიერ ქვეყანას შორის დაძაბულობის დაწყება იმიტომ, რომ აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა, თურქეთი კი გარდა იმისა, რომ ჩვენი მოკავშირეა, ჩვენს უშუალო სამეზობლოში ნატოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა და მისი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ფლანგზე.

აშშ - თურქეთს შორის დაძაბულობის ზრდის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაპირისპირების სივრცე ნაკლებად გავრცელდეს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი.

აშშ - თურქეთის ურთიერთობები სერიოზულ კრიზისში შედის და მისი დაძლევა ადვილად ვერ მოხერხდება

საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია იმის საფრთხე, რომ რუსეთი და თურქეთი მისი ინტერესების ხარჯზე გარიგდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ალბათობის გამორიცხვა მომავალში შეუძლებელია. ასეთი ალბათობა შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ იქნება ნატოს წევრი ქვეყანა და თუ იგი ღიად წავა აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ.

ამ შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ ეტაპისთვის შექმნილ საერთაშორისო კონექტურაზე და უპირველეს ყოვლისა აშშ-ს პოზიციაზე.

კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, თურქეთის წინააღმდეგ დიდი ალბათობით ამოქმედდება გარკვეულის სახის სანქციები, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ისედაც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფ თურქეთს.

ეს კი თავის მხრივ, გართულებებს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკაშიც, რადგან თურქეთი ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს ათიათასობით მოქალაქე მუშაობს ამ ქვეყანაში.

- ვითარებაში, როცა ჩვენს რეგიონში და სართოდ დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ევროპა, კი ცდილობს ჩვენს დახმარებას, ამერიკაც, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში ყველაზე ხშირად მაინც იმაზე მსჯელობენ, რომ ბევრ მიზეზთა გამო საქართველო მაინც დაუცველია.

ვიცით, რომ საქართველო ნატოს ურთიერთობები ეტაპობრივად ღმავდება, ასეთივე ვითარებაა აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით.

რამოდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა - „ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს გვქონია“.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თითქმის ყველა მიმართულებაზე ვითარება პერმანეტულად ისე იძაბება, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემატიკა.

თქვენი დაკვირვებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული კონიუქტურის თვალსაზრისით ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რა საკითხები შეიძლება აღმოჩნდეს დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი?

- რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უმთავრესი საფრთხე რუსეთიდან მომდინარეობს. ის, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ საქართველოში, არის რუსეთის სრულმასშტაბიანი შტურმი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.

ამ გეგმის შემადგენელი ნაწილები იყო ანაკლიიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობა, გარეჯის გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა, ნეიტრალიტეტის თემის წამოწევა, "დასავლეთი ქართველობას გვართმევს" ძახილის ფონზე პრორუსული ძალების გააქტიურება და ბოლოს გავრილოვის დემარში. ამას თავისი გაგრძელებაც ექნებოდა, რომ არა ქართული საზოგადოების სამართლიანი და ძალიან დროული აღშფოთება.

პოლიტიკურ საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენთვის ძალზედ არასასურველი იქნება ნატოს წევრი ორ ძლიერ ქვეყანას შორის დაძაბულობის დაწყება... ასეთი ალბათობა შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ იქნება ნატოს წევრი ქვეყანა და თუ იგი ღიად წავა აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ

ამ რუსული შტურმის ავტორი იმაში შეცდა, რომ დაგეგმვისას ვერ ან არ გაითვალისწინა ქართველთა ეროვნული ფსიქოლოგია და ისტორია. ჩვენს ისტორიაში ოდნავ მაინც თუ ჩაიხედავდა, დაინახავდა, რომ რაღაც მომენტამდე ქართველი შეიძლება მიამიტი და ძალიან მომთმენი ჩანდეს, მაგრამ როგორც კი საქმე ფუნდამენტურ საკითხებს ეხება, ქართველში მაშინვე ინსტიქტურად იღვიძებს ბახტრიონის აჯანყების მომწყობთა სული, რომელიც მზადაა დედაწულიანად წალეკოს მტერი.

ჩვენ ცივილიზაციური არჩევანი IV საუკუნეში გავაკეთეთ და შემდგომი 17 საუკუნის განმავლობაში ამისთვის დიდი ფასიც გადავიხადეთ. XXI საუკუნეში ჩვენს არჩევანს ვერავინ შეგვაცვლევინებს.

საქართველოსთვის უმთავრესი საფრთხე რუსეთიდან მომდინარეობს. ის, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ საქართველოში, არის რუსეთის სრულმასშტაბიანი შტურმი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე

რუსეთის მცდელობა, შემოაბრუნოს ისტორიის მსვლელობა, კრახისთვისაა განწირული. მითუმეტეს, გლობალურ მასშტაბში იგი დაღმავალი და მილევადი ძალაა.

ჩვენ რაც გვევალება, არის ის, რომ ვიყოთ პრინციპულები, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად მშვიდობიანები და კონსტრუქციულები. ნაკლებად უნდა ვინერვიულოდ, რას იფიქრებს ჩვენზე პუტინი. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა ვაშენოთ თავისი ხარისხიანი განათლების სისტემით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, სამართლიანი არჩევნებით, სახელმწიფო მართვის გამართული სისტემით, დამოუკიდებელი მედიით, დემოკრატიითა და ადამიანის უფლებების დაცვით.

ამ გეგმის შემადგენელი ნაწილები იყო ანაკლიიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობა, გარეჯის გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა, ნეიტრალიტეტის თემის წამოწევა, "დასავლეთი ქართველობას გვართმევს" ძახილის ფონზე პრორუსული ძალების გააქტიურება და ბოლოს გავრილოვის დემარში

ამისთვის კი საჭიროა მუდმივი შრომა, სწავლა, პატიოსნება და თავდადება. ეს თუ შევძელით, დანარჩენი (ნატო, ევროკავშირი და ა.შ.) უკვე თავისით მოვა.

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს საფრთხეებსა და გამოწვევებს, ეს შეიძლება იყოს აშშ-თურქეთის ურთიერთობების დაძაბვა და ამ ფონზე ანკარის მოსკოვთან დაახლოება.

რუსეთის მცდელობა შემოაბრუნოს ისტორიის მსვლელობა, კრახისთვისაა განწირული. მითუმეტეს, გლობალურ მასშტაბში იგი დაღმავალი და მილევადი ძალაა

ამიტომ უსაფრთხოების სფეროს დაგეგმვისა და სწორი კოორდინაციის მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხერხდეს საქართველოს უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ამუშავება, სადაც მოხდება ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციების თავმოყრა, ყოველმხრივი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

- ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად აღმოჩნდა ოკუპანტ რუსეთზე დამოკიდებული, ვიდრე ჩვენივე ქვეყნის ინტერესებშია.

ისეთი პირი უჩანს, რომ ქართული ეკონომიკის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ტენდენცია კიდევ კარგა ხანს შენარჩუნდება. თქვენი დაკვირვებით, ასეთ ვითარებაში რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ქართული მხარის მცდელობები ქვეყნის უსაფრთხოება არ იყოს დამოკიდებული მოსკოვზე?

- მეზობლებს არ ირჩევენ და გეოგრაფიასაც ვერავინ შეცვლის. ჩვენ არც შვედეთის გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, არც მისი ეკონომიკური შესაძლებლობები გაგვაჩნია და მეცნიერებისა და განათლების სფეროებშიც საგრძნობლად ჩამოვრჩებით. ამიტომ მოგვწონს თუ არა, რაღაც დონის ეკონომიკური დამოკიდებულება ჩვენს მეზობლებზე კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს საფრთხეებსა და გამოწვევებს, ეს შეიძლება იყოს აშშ-თურქეთის ურთიერთობების დაძაბვა და ამ ფონზე ანკარის მოსკოვთან დაახლოება

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკური სარგებლის გამო რამე უნდა დავთმოთ სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ოკუპანტს ყოველთვის ოკუპანტი ერქმევა და ჩვენი ტერიტორიების მითვისებას არასოდეს შევეგუებით. ეს პრინციპული საკითხია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

ჩვენ უნდა ვაშენოთ თანამედროვე ევროპული სტილის სახელმწიფო, სადაც ტურიზმის სფეროც განვითარდება და ღვინის ხარისხიც მაღალი იქნება.

ვისაც ეს სფეროები აინტერსებთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის. ამას რომ გინება და ზედმეტი ემოციები არ უწყობს ხელს, ამაში ყველა ვთანხმდებით და საერთოდ არ უნდა იყოს მისაღები გინება საჯარო სივრცეში. ზომიერება ხშირ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალია ხოლმე.

ამავე დროს უნდა ვისწავლოთ როგორც ევროპული ხარისხის პროდუქციის წარმოება, ისე მისი შესაბამის ფორმებში მიწოდება და მარკეტინგი

მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხი უნდა ავუწყოთ პროგრესსა და მის მიღწევებს. ისტორია კარგია და მისით ვამაყობთ, მაგრამ აუცილებელია აწმყოშიც ვთქვათ ჩვენი სიტყვა, იმისთვის რომ დავიმსახუროთ ღირსეული ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა