რუსთავში მამაკაცს გველმა უკბინა

რუსთავში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს გველმა უკბინა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ქვეწარმავალი სახლის ეზოში დაიჭირა და ეთამაშებოდა, რა დროსაც გიურზამ ხელზე უკბინა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს გიურზამ ხელზე ორჯერ უკბინა, ის დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა შესაბამისი აცრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დავით ბეგაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში თავად ნუ შეეცდებიან მის დაჭერას და დარეკონ შესაბამის სამსახურში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში მამაკაცი გიურზამ დაკბინა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა