მამუკა კაციტაძე -  პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საკითხთა საკითხი და არაფერზე არ იცვლება

პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საკითხთა საკითხი და არაფერზე არ იცვლება, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ოპოზიციასა და" ქართულ ოცნებას“ გვაქვს განსხვავებული მოსაზრება ბარიერთან დაკავშირებით, ამ თემაზე პარლამენტში არანაირი კამათი არ უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ეს კამათი „ოცნებამ“ საკითხის ჩასაგდებად არ გამოიყენოს. ბარიერზე პროპორციული არჩევნები არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ აქ არსებობს განსხვავებული აზრი. უფრო მეტიც, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ოპოზიციური სპექტრის ფრაგმენტიზაციისას, რომელსაც ყველაფრის მცოდნე ექპერტები ამბობენ. გაიყიდებიან 0,67%-ანი პარტიებიო და თუ 0,67%-ანი გაიყიდებიან 3%-ები ვერ გაიყიდებიან? თუ ვერ იყიდის, ვინც უნდა იყიდოს იმან? თუ 5%-იანი არ გაყიდულა ქართულ რეალობაში? შესაბამისად, ეგ თემაც და ეგ არგუმენტიც არარსებულია", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების არგუმენტი ბლოკების შექმნის აკრძალვასთნ დაკავშირებით საკმაოდ სუსტია.

„ხელისუფლების არგუმენტი ბლოკების შექმნის აკრძალვასთან დაკავშირებით საკმაოდ სუსტია. გვეუბნებიან 0,67%-ის პირობებში რაღა ბლოკი გინდათო, ამ ხალხს ჰგონია, რომ ბლოკები იქმნება ბარიერის გადასალახად. ახლა მე გეკითხებით თქვენ. 1990 წელს, როცა "მრგვალი მაგიდა" მოვიდა ხელისუფლებაში და კომუნისტები დაამარცხა, ბარიერის გადასალახად უნდოდა ზვიად გამსახურდიას ბლოკი თუ ხელისფულების შესაცვლელად ძალთა კონსოლიდაციის შედეგად? 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში და რევოლუციის შემდეგ რომ დაამარცხა შევარდნაძის ხელისუფლება, ბლოკი ბარიერის გადასალახად შექმნა თუ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა რომ 2012 წელს შექმნა ბლოკი ბარიერს ვერ გადალახავდა თუ რა პრობლემა იყო? შექმნა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალა. ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა ძალთა კონსოლიდაცია და ამ დროს „ქართული ოცნება“ გვეუბნება: ბლოკი არ შეიძლება, ანუ ჩემი დამარცხება არ შეიძლებაო, მე ეს მექანიზმი უნდა მოგიშალოთო", -აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, ბლოკის აკრძალვა არ ნიშნავს ბარიერის გადალახვა არგადალახვის პრობლემას, ეს ნიშნავს ხელისუფლების შეცვლის ალბათობას ძალთა კონსოლიდაციის მეშვეობით.

"რაც არ უნდა გააუქმო და აკრძალო ბლოკი დე ფაქტო ბლოკი მაინც შესაძლებელია, რომ გაკეთდეს ერთი პარტიის სიის მეშვეობით. ამიტომ რასაც ამბობს ბლოკის გაუქმებით „ქართული ოცნება" ეს პარტიათა განვითარების ხელშეწყობა კი არ არის, ეს არის პირიქით, პარტიათა დასუსტების მექანიზმი, ვინაიდან აიძულებს პარტიებს წადი და სხვის სიაში ჩაეწერე თუ გინდა ძალისხმევის კონსოლიდაციის წარმოჩენაო",-აღნიშნავს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, მამუკა კაციტაძე.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნების განხილვისას, ირაკლი კობახიძესთან დაჯდომა არდაჯდომის საკითხს, მისი თქმით, ეს თემა არათუ „ყმაწვილობა, არამედ პოლიტიკური ბავშვობაა“.

„როცა სასწორზე დევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სიტემის გაუმჯობესება ჰქვია და ამ დროს ახლა მოიმიზეზო კობახიძე, რომ ის თუ დაჯდა, მე მაგიდასთან არ დავჯდებიო, ეს არის სასაცილო და ეს არის ხელისუფლებისთვის პირდაპირ საბაბის მიცემა, რომ პროცესი აჭრას. თუ ლაპარაკია კომფორტზე, პოლიტიკა კომფორტის საგანი არ არის. რა თქმა უნდა, გავრილოვის სავარძელში დამსმელი კობახიძე არ არის სასურველი, რომ ასეთ საკითხში ის ერთ-ერთი ტოპ მომლაპარაკებელია. ახლა ამაზე გამოვეკიდოთ და ამის გამო ჩავაგდოთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი?- იყოს კობახიძეც. მე მეტსაც გეტყვით, წინა ხელისუფლების პირობებში 16 დღე მაქვს ნაშიმშლები, რომ გაუქმებულიყო მაჟორიტარული არჩევნები, მაგრამ დღეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვლობირებ ამ საკითხზე და რა ვთქვა ახლა, რომ თქვენ რომ მაშიმშილეთ მე თქვენთნ ერთად არ დავჯდებიო? - მე ეგ საყმაწვილო სენი კარგა ხნის მოხდილი მაქვს და ვუსურვებ ყველას, რომ ეს სენი მოიხადოს და ხელისუფლებას ნუ მისცემენ ასეთი სისულელეებით უაზრო საბაბს რომ ეს საკითხი ჩავარდეს. ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა", - აცხადებს კაციტაძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ