დავით ქაცარავას ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის " ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ- აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ქაცარავამ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ დავით გარეჯში აზერბაიჯანელებს და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს.

მისივე თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით გარეჯში პატრულირებას 7 მაისიდან დღემდე უწყვეტად ახორციელებს.

"ამ დროისთვის სიმშვიდეა. ფაქტობრივად, ვითარება დაუბრუნდა ძველ რეჟიმს, როდესაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იდგნენ ქედზე. ეს სიტუაცია უკვე დაბრუნდა, მაგრამ ამ წუთას ზემოთ არ გვიშვებენ. როგორც ვიცით, მიზეზი არის ქართულ-აზერბაიჯანული შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ მომხდარ ინციდენტს. მიმდინარეობს ეს შეხვედრა, თუმცა ვინ ესწრება ჩემთვის უცნობია",- განაცხადა ქაცარავამ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“