გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს, 07:00 საათიდან 07:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სნო, არშა, სიონი, სნო, გორისციხე, ხურთისი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს სიონი, ფხელშე, ვარდისუბანი, ტყარშეტი, გარბანი და მიმდებარე სოფლებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 07:00-დან 07:30 საათამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ფასანაურს, კაიშაურებს, ქვეშეთს, არახვეთს, ქუმლისციხესა და მიმდებარე სოფლებს, 11:00-დან 18:00 საათამდე - დაბა ფასანაურს და სოფლებს წითლიანა, ცხვედიეთი, ხევშა, ჭიკაანი, ბიბილაანი და მიმდებარე სოფლებს, ასევე 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს მლაშე, ჩანადირები, ყარსიმაანი, კოჭობა, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.