თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქართველ მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა რამდენიმე დღეში შეეძლებათ

უახლოეს დღეებში, ვგულისხმობ ამ კვირას, ჩვენი მომლოცველები, ასევე ტურისტები გადაადგილებას მოახერხებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. ეს ეხება ჩიჩხიტურს, აღდგომის მონასტერს და სხვა დანარჩენ ტერიტორიებს,- ამის შესახებ

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ განმარტა, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "რამდენიმე დღე მოქალაქეები ზემოთ არ ავიდნენ".

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომის მონასტერზე მისვლა შესაძლებელი იქნება. კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანული მხრისგანაც "არის მზაობა, რომ დაბრუნდეს ის რეჟიმი, რაც იყო წინა დღეებში".

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 14 ივლისს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი.

"შეხვედრა დასრულდა. ჩვენ განვიხილეთ გუშინდელი ინციდენტი აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. გავცვალეთ ინფორმაცია, ასევე განვიხილეთ ის პერიოდი, რა პარიოდშიც იქნება აკრძალვა ამ საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება ახსნილი და დაუბრუნდება ძველ რეჟიმს სიტუაცია. მოქალაქეები და ასევე მომლოცველები, ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება", - განაცხადა კუპატაძემ.

მისი თქმით, შსს მოუწოდებს საზოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და სადელიმიტაციო კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ, ვინაიდან დროულად გადაწყდეს არსებული პრობლემა და ეფექტური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ