ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ფლაერები დაარიგეს

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ფლაერები დაარიგეს

ზუგდიდში, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა ფლაერები დაარიგეს. ფლაერებში 20 ივნისის დარბევის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

ერთ-ერთი ორგანიზატორის ცაბუნია ვართაგავას თქმით, ამ ფორმით სურთ მოსახლეობას შეახსენონ, 20 ივნისის ღამის შედეგები.

"უკვე ოცდამეექვსე დღეა, რაც მიმდინარეობს აქცია სირცხვილია და ზუგდიდიც არაერთხელ შეუერთდა ამ აქციას და დღესაც ვუერთდებით. ზუგდიდის ცენტრალურ ტერიტორიაზე ვარიგებთ ფლაერებს, რომელზეც ასახულია ყველა ის ინფორმაცია და ის შედეგები, რომელიც მოყვა 20 ივნისის დარბევებს და სისხლიან ღამეს. ამით გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, შევახსენოთ ხალხს იმ სისხლიანი ღამის შედეგები იმისთვის, რომ ადამიანებმა უკეთ შეაფასონ, როგორ მოიქცნენ", - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა.