„ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა IRI-ს გამოკითხვის შედეგები, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგი, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება, „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა. არსებული ინფორმაციით, კვლევა 20-21 ივნისის მოვლენებამდე ჩატარდა. IRI კვლევის შედეგებს არ ასაჯაროებს და მას პარტიებს აცნობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI ) კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპოდენტთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 26%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ გაერთიანებული ოპოზიცია 22%

„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 7%

„პატრიოტთა ალიანსი“ 5%

„ლეიბორისტული პარტია“ 5%

„სამოქალაქო მოძრაობა“ 2%

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ 2%

„შენების მოძრაობა“ 2%

„გირჩი“ 1%

სხვა 1%

არავის 6%

არ ვიცი/ უპასუხოდ 22%

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს