თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში WASH ინიციატივები წარმატებით განხორციელდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში WASH ინიციატივები წარმატებით განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი CENN -თან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ერთად, 2017 წლიდან ჩართულია პროექტში ,,Wash ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისთვის, რომელიც Global Water Chelenge -ის New World Program -ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტების მიზანია, სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

პროექტის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც, წევრები წარმოდგენილნი არიან როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორიდან.

საბჭოს უშუალო ჩართულობით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, 2018-2019 წლებში, CENN -ის დაფინანსებით, წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის კუთხით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელდა პილოტური პროექტები:

სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა; შეიძინეს სასმელი წყლის ავზი და დამონტაჟდა საფილტრე მოწყობილობა.

ხაიშის საჯარო სკოლის შენობაში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა და დამონტაჟდა სასმელი წყლის ავზი საფილტრე მოწყობილობით.

გოლთეთის საჯარო სკოლისთვის შეიძინეს სასმელი წყლის ავზი.

გოლთეთის საბავშვო ბაღისთვის შეიძინესწყლის დისპანსერი.

2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბობალოსა და სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღებში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა, დამონტაჟდა სამელი წყლის ავზები საფილტრე მოწყობილობებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტების განხორციელების შემდგომ, ყველა პუნქტში, წყლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, სასმელი წყლის შესაბამისობა სტანდარტებთან.

პროექტი – ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს