დედოფლისწყაროში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი ახალგაზრდულ ბანაკში სპორტულ შეჯიბრს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრ ,,იბერიასთან“ არსებული უფროსკლასელთა ლიგის ინიციატივით შეიქმნა და ის 5 დღეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას საშუალება ექნება ჩაერთოს შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობებში.

პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს