ბათუმის საკრებულოს სხდომაზე,  ე.წ რივიერას ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს, ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. დაპირისპირება ე.წ რივიერას ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს მოჰყვა.

საზოგადოება "ბათომის" წარმომადგენლებმა ბათუმის საკრებულოს განცხადებით მიმართეს, რომ ცათამბჯენების მშენებლობა სანაპიროზე ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონს.

საზოგადოება "ბათომის" შეფასებით, ტერიტორია უნდა შედიოდეს ისტორიული დაცვის სპეციალურ ზონაში და ამ ზონაში აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ეკონომიკურად მომგებიანი პროექტია და მოქალაქეები დასაქმდებიან. მათივე თქმით, ერთ მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

აღნიშნულს რეპლიკებით კვლავ საზოგადოება "ბათომის" წევრები გამოეხმაურნენ, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და უმრავლესობის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

შესაბამისად, საკითხზე კენჭისყრა ჯერ არ მომხდარა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა