ღონისძიება - „EURAXESS“- ში გაწევრიანება-ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა ღონისძიება - „EURAXESS“- ში გაწევრიანება-ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს. პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ წარადგინეს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პრეზენტაცია ორ მნიშვნელოვან მოვლენას, ქართული მეცნიერების დიდ საერთაშორისო წარმატებებს ეძღვნება. საქართველომ მიიღო მოწვევა, გახდეს ევროკავშირის ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაციის EURAXESS-ის წევრი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რაც ფაქტობრივად, ქართული მეცნიერების ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაციას ნიშნავს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსთაველის ფონდის გენერალურ დირექტორს, ზვიად გაბისონიას ამ მიმართულებით გაწეული ინტენსიური და მიზანმიმართული მუშაობისთვის მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენა ოფიციალურად 2019 წლის სექტემბერში, ქალაქ ბრიუსელში გაფორმდება, როცა ხელი მოეწერება Declaration of Commitment - მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას და ხელშეკრულებას.

„საამაყო ფაქტია, რომ ქართველ მეცნიერებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც საქართველოს მეცნიერების დიდი საერთაშორისო წარმატებაა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ EURAXESS-ის - ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის მნიშვნელობასა და მიზნებზე, იმ დიდ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ამ საერთაშორისო პროგრამაში ჩართვა აძლევს ქვეყანას, მის სამეცნიერო პოტენციალს.

„ჩვენ 2018 წლის ოქტომბრიდან დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და მაქსიმალურად მოკლე დროში მივაღწიეთ მიზანს, ეს ნაბიჯი ახალი ფართო შესაძლებლობები და ახალი გამოწვევაა ქართული მეცნიერებისთვის, მისი განვითარებისა და მაღალევროპულ სტანდარტებზე ასაყვანად. ევროკავშირის პროგრამა EURAXESS-ში გაერთიანების შედეგად, ქართველ მეცნიერებს ექნებათ პირდაპირი წვდომა 15 000-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და კვლევებით დაინტერესებულ ბიზნესთან, მსოფლიოს 500-ზე მეტ საერთაშორისო და შიდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდების გრანტებთან, კვლევებით დაინტერესებულ ბიზნესთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მეცნიერების სფეროში ჩემპიონთა ლიგაში გადავედით“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა