მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, - აღნიშულ ინფორმაციას მესტის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალაა ჩამოტანილი.

„აღნიშნული გზა არის სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი ერთადერთი მუნიციპალიური მნიშვნელობის გზა, ასევე ამ გზაზე გადის ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური მარშრუტი. მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ვიზიტორების დახმარებით, გაიწმინდა და მოეწყო დროებითი სავალი ნაწილი. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს ოქმი, რის საფუძველზეც სამშენებლო კომპანია შპს „ლიდერ+“ შესაბამისი ტექნიკის დახმარებით მოახდენს მონაკვეთის სრულ გაწმენდას“, - აცხადებენ მესტიის მუნიციპალიტეტში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს