პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ

ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები.

„ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძლიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა - ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცვლელ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებებისას. ეს გახლავთ: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან მედიკამენტებისთვის გადახდილი ხარჯები მინიმალური იყოს.

„მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო