სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცი, რომელსაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცი, რომელსაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იგი ჰოსპიტალში ქალა ტვინის ტრავმითა და თავის ტვინის დაჟეჟილობით გუშინ მოათავსეს.

სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს