ზუგდიდში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც, მას Opel-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა“.

გოგონა სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მას მოტეხილობები არ აღენიშნება. მოზარდს შესაბამისი კვლევები უტარდება.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია