ბიძინა ივანიშვილის ესკორტისთვის გზის გადაკეტვას, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა

ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მათ შეკითხვებს არ უპასუხა და გაიქცა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ბიძინა ივანიშვილის ესკორტს გზა გადაუკეტეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეება შორის.

სასტუმრო "ჰილტონში" ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს