დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს  შეხვდა

გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იურგენ კაინხორსტი დედოფლისწყაროს ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს REC CAUCASUS-ისა და GIZ-ის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით კი გერმანიის სახელმწიფოსთან, რადგან ვფიქრობ, რომ გერმანია ევროკავშირის ზონის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ამიტომაც თქვენი თანადგომა და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მოხარული ვიქნები თუ ამ ვიზიტს კონკრეტული შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

იურგენ კაინხორსტის განცხადებით, დღეს საქართველოში უმნიშვნელოვანესი პროექტის -ბიუსფერული რეზერვატის შექმნა მიმდინარეობს და ეს ხდება სწორედ დედოფლისწყაროში. აღნიშნული პროექტის განხორციელება დედოფლისწყაროს ბევრ სიკეთეს მოუტანს. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ბიოსფერული რეზერვატის შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, სტუმარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითაც დაინტერესდა. მან აღნიშნა, რომ მიესალმება იმ სასიკეთო ნაბიჯებს, რომლებიც არსებული ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. კაინხორსტის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავება და კერძოდ, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა არსებულ ფონს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გერმანიის ხელისუფლება კი ამ თანამშრომლობისთვის მზადაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს