პროექტი „ახალგაზრდა დიპლომატები“ დასრულდა

პროექტი „ახალგაზრდა დიპლომატები“ დასრულდა. პროექტის დასკვნით ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის ავტორი და ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან ცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში“ დაფინანსებული პროექტი ასოციცია ნაკვალევთან თანამშრომლობით განხორცილდა.

„კონკურსით წესით შერჩეული ბავშვები რამდენიმე თვის განმავლობაში უცხო ქვეყნების ელჩებს ხვდებოდნენ, რომლებიც ბავშვებს საკუთარ დიპლომატიურ გამოცდილებას უზირებდნენ და მშობლიურ ქვეყნებს აცნობდნენ. დიპლომატებთან შეხვედრების გარდა პროექტი ტრენინგებს, დისკუსიებს და საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტებსაც ითვალისწინებდა.

შეხვედრაზე მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ, ასოციაცია „ნაკვალევის“ ხელმძღვანელმა თამარ გოგატიშვილმა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს და მხარდაჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს