ეკა გიგაური 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე - იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მზად არის იმისთვის, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს

გამოძიება მზად უნდა იყოს, რომელი თანამდებობის პირის ბრალეულობაც არ უნდა გამოიკვეთოს, ამ ბრალეულობისთვის მისი პასუხისმგებლობა დადგეს, - ეს განცხადება 20-21 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ეკა გიგაურმა გააკეთა. გიგაური მიესალმება იმ ფაქტს რომ გამოძიების პროცესში სახალხო დამცველია ჩართული.

„ ძალიან კარგია, რომ ამ გამოძიებაში სახალხო დამცველი ჩაერთო. ცხადია, ის არის გარანტია იმისა, რომ ეს გამოძიება ამ ეტაპისთვის იქნება გამჭვირვალე, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს წვდომა ყველა იმ მასალაზე, რომელსაც ის ითხოვს. დღევანდელი შეხვედრა იყო ტექნიკური ხასიათის, მოგვაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაიკითხა, ზოგადად რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ დაკითხულ ადამიანებში, ასევე იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც აირჩია გამოძიებამ.

უკვე იმის შემდეგ რაც ყველა იქნება დაკითხული, გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაც. ამის შემდეგ ძალიან კრიტიკული მომენტი დგება: დადგება თუ არა ამ პირების პასუხისმგებლობა. დღეს რასაც ვხედავთ, პასუხისმგებლობა გადადის რიგით პოლიციელებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძიება არის მზად იმისთვის, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს იმიტომ, რომ როგორც დაკითხულების ინფორმაციიდან ჩანს, კონკრეტულ პოლიციელებს ჰქონდათ კონკრეტული ბრძანებები - გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ტანს ზემოთ უმიზნებდნენ, რეალურად დაზიანებული ადამიანებიც, ძირითადად, ტანს ზემოთ არიან დაზიანებულები“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა