არსებული ინფორმაციით, ქობულეთში ექიმი დააკავეს, რომელიც ნარკოტიკების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა

ქობულეთში 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს. იგი ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის პოზიციაზე მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ექიმი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა