მინისტრის მოადგილე - მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში - დიცი, ქორდისი, არბო - მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფლებში სხვადსახვა პროგრამით დაფინანსებული პროექტები ხორციელდება. მათივე ცნობით, სასმელი წყლის ქსელის მოწყობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარლებში გარე განათება კეთდება; ადგილობრივი ბიუჯეტით კი ნიკო ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილე, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და თვითმმართველობების წარმომადენლებთან ერთად, მოსახლეობასაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღონ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე.

,,შეხვედრაზე ვიმყოფებით შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც ერდროულად რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებული წყალმომარაგების ძალიან დიდი პროექტი, რომელიც მოიცავს 21 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესებას. პარალელურად მიმდინარეობს შვიდკილომეტრიანი გზის დაგება, რომელიც სექტემბერში დასრულდება. მოსახლეობასთან ასეთი ტიპის შეხვედრები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, ადგილობრევებისთვის რომელი პროექტია საჭირო. მათი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს ეფექტური, ასევე იმისთვის, რომ მომავალი წლისთვის უფრო მომზადებულები ვიყოთ, სწორად გავანაწილოთ რესურსი, როგორც მენეჯმენტის ნაწილში, ასევე ინფორმაცია მივაწოდოთ პოტენციურ შემსრულებელ კომპანიებს. ასეთი შეხვედრები ეხმარება სწორი ორიენტირის აღებაში როგორც გუბერნიას და მუნიციპალიტეტს, ისე სამინისტროს,“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მან ასევე, აღნიშნა რომ პროექტების დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და თუ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 400 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2020 წლისთვის ის კიდევ მეტად გაიზრდება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება