სოციალური პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მერიამ 6 ოჯახს საცხოვრებელი სახლები შეუძინა

ზესტაფონის მერიამ 6 ოჯახს თანადაფინანსების პრინციპით საცხოვრებელი სახლები შეუძინა. სოციალური პროექტის ფარგლებში, 2019 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 151 900 ლარი, ზესტაფონის მერიამ 30 000 ლარით გაზარდა.

მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ის ოჯახები დაათვლიერეს, რომლებსაც მერიამ თანადაფინანსების პრინციპით სახლები შეუძინა.

„სოციალური პროექტი უკვე მეხუთე წელია ხორციელდება ზესტაფონში. ამ ხნის მანძილზე მერია ძალიან ბევრ ოჯახს დაეხმარა, როგორც სამშენებლო მასალების შესყიდვით, ასევე თანადაფინანსების პრინციპით, საცხოვრებელი სახლების შეძენაში. ჩვენ გადავწყვიტეთ ადგილზე მოგვენახულებინა ასეთი ოჯახები და გვენახა, გაუმჯობესდა თუ არა მათი საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონის მერიის სოციალური პროექტი, რომელიც უსახლკარო ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მეხუთე წელია აქტიურად ხორციელდება ზესტაფონში. უსახლკარო პირთა და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლების პირობებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისია სწავლობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები შედიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო