დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი, ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე არსებულ მილხიდს.

ხელშეკრულების ღირებულება 728 989 ლარს შეადგენს. სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის 30 ნოემბრამდე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის ქუჩის საავტომობილო გზა სრულად ამორტიზირებული იყო. რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ისარგებლებენ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს