სიღნაღის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას იწყებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. იყავი აქტიური მოქალაქე, ჩაერთე პროცესებში და შეცვალე შენი სოფელი უკეთესობისკენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია