კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი აფხაზეთის ომში დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის ქალიშვილთან, თამარ შარიფაშვილთან ერთად, საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა და მათ ახალი ინიციატივა გააცნეს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (91 – 100 ქულა შეფასებით) დაენიშნებათ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია.

5 (ხუთი), უმაღლესი შეფასების სტუდენტს პირველი სემესტრის შეჯამების შემდგომ, დაენიშნებათ 500 (ხუთასი) ლარი ყოველთვიური სტიპენდია 6 თვის განმავლობაში. ასევე სტიპენდია დაენიშნებათ 5 (ხუთ) საუკეთესო სტუდენტს მომდევნო სემესტრის შეფასებისას. ამასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასებისას (ქართული ენა, უცხო ენა, ზოგადი უნარები, მათემატიკა და ისტორია) თითოეულ საგანში საუკეთესო სტუდენტს მუნიციპალიტეტის მერია გადასცემს ლეპტოპს, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა