ანა დოლიძე - შოთა გეწაძემ ღიად განაცხადა, რომ მიხეილ ჩინჩალაძის და  ლევან მურუსიძის მეგობარია

მოსამართლე შოთა გეწაძემ თავისი გამოსვლით, თავად გასცა პასუხი კითხვას, როგორ მოხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სიაში და როგორ შეიძლება გავიდეს პარლამენტში გასაგზავნ სიაში, - ამის შესახებ იუსტიცის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ უზენაესი სასამაროს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა დოლიძის თქმით, შოთა გეწაძემ ღიად განაცხადა, რომ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის და ამავე სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის მეგობარი, რითაც სასამართლო სისტემაში "კლანის" არსებობა დაადასტურა.

„დღეს, შოთა გეწაძემ მშვიდად დაადასტურა, რომ სასამართლოს შიგნით არსებობს "კლანი", რომელსაც დიდი ხნის ჩამოყალიბებული ურთიერთობები აქვს, ასევე აქვთ ერთმანეთის მიმართ ლოიალობა“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება შოთა გეწაძის პოზიციას, როგორც მან გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა, გასაუბრებაზე სხვადასხვა სახის შეკითხვები დაუსვეს, რომელთა უმრავლესობა შეეხებოდა სამართლებრივ საკითხებს, ასევე მის მუშაობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამასთან, გეწაძე ამბობს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს არანაირი გავლენა არ აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესთან და არც იმას მალავს, რომ ჩინჩალაძესთან მეგობრობა აკავშირებს. მოსამართლე შოთა გეწაძესთან გასაუბრება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს