ნიკა გვარამია - წულუკინმა ერთ დღეში ჩაიდინა ორი დანაშაული - გადამწყვეტი მედია ისე გადააფორმეს, როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“, ერთ საათში

ხელისუფლებამ მთავარი მედიასაშუალება ახალ ხელმძღვანელზე ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“, ერთ საათში და ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლაც, - ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომელიც თანამდებობიდან, არხის ახალი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, რამდენიმე საათის წინ გათავისუფლდა.

გვარამია არ აკონკრეტებს, რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი და აცხადებს, რომ „რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ეტყვის საზოგადოებას“.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებული გვარამია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის გაფორმებითა და არხის გენერალური დირექტორის შეცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღის განმავლობაში ორი დანაშაული ჩაიდინა.

„წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული წესით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. სერიოზული ტემპი აქვს აკრეფილი. ასეთი აკრეფილი ტემპით ალბათ, გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში, იქნება შემდეგი ხელისუფლება ცხადია, იქნება პროდასავლური, აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ასევე, გვარამიასთვის მოულოდნელი არის ის თავშეკავება, რასაც დასავლელი პარტნიორები იჩენენ.

„რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას, ამას ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ, რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჯერჯერობით, თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს რომ რაიმე იქნება. თუმცა, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია, ლავროვის და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის, ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი არ ჰქონდა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის...

იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც წვიმა, რომ წამოვა ამბროლაურში, მაგალითად. აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის მთავარი და გადამწყვეტი მედიის მიმართ, ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში, ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა მა ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა, როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა, ამ კითხვაზე, მისი თქმით, პასუხი არ არსებობს.

„ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო, მოუსუფთავა და ვერ გეტყვით იმას, რომ ჯერჯერობით, რამე შემაკავებელი ბარიერები ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, ვისაც შეუძლია პროცესებზე ზემოქმედება ეფექტიანად და მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომ ჯერჯერობით რამე შემაკავებელი ბარიერები დადგა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება და ეს ბარიერებიც აქ დაიდგმება, მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა და ზოგადად, მედიის მდგომარეობა და დემოკრატიის, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა