ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თამარ მეფის 2.3 კმ-იან ქუჩაზე რომლის ღირებულება 5 373 373 ლარია და კონსტანტინე გამსახურდიას 2.4 კმ-იან ქუჩაზე - პროექტის ღირებულება 4 744 444 ლარია. ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. აღნიშნული ქუჩები მჭიდროდ დასახლებულია და ქალაქ ზუგდიდის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

ქალაქ ზუგდიდში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დამატებით რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი: 2019 წელსვე დაიწყება ქალაქ ზუგდიდის თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის, ჯანაშიას და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის, ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის, ლაზის ქუჩის 2 კმ-იანი მონაკვეთის, ჩიქობავას ქუჩის 1.65 კმ-იანი მონაკვეთის, ბარამიას ქუჩის 1.25 კმ-იანი მონაკვეთის და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ჯამში, ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 48.1 მლნ ლარია. ასევე მიმდიანრეობს ერთი ნაპირსამაგრი და სტიქიის პრევენციის სამი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 3,4 მლნ. ლარია. 5 პროექტზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 27.6 მლნ ლარია, ხოლო 19 პროექტზე, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება 45.9 მლნ. ლარია წლის განმავლობაში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.

2019 წლის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 4 პროექტი დასრულდა, მათი ჯამური ღირებულება 17.5 მლნ. ლარს შეადგენს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა