ანა რეხვიაშვილი - სასამართლოში სარჩელს „რუსთავი 2“-ის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის მოთხოვნით მომდევნო კვირას შევიტანთ

ახლა, შეგვაქვს ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადების თაობაზე გუშინ ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2“-ის წილებზე. რაც შეეხება სარჩელს, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისადმი „რუსთავი 2“-ის გადაცემის მოთხოვნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემის მოთხოვნის საფუძველი ის შეთანხმებაა, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს დაიდო.

„შეთანხმება, რომელიც ბერლინში 2010 წელს ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დაიდო არის საფუძველი, რომ მოვითხოვოთ ყადაღის დადება და დავიბრუნოთ ეს ქონება. 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი შეიძინა, ყველას ახსოვს, რომ მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული და მისი მხარდაჭერილი პირი, ამიტომ ბუნებრივია ოქრუაშვილმა წილები, თანხის მიღების გარეშე ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. არავისთვის უცხო არაა, რომ ქიბარ ხალვაში არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის არამედ სხვა ბიზნესების ნაწილშიც ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს წარმოადგენდ“,-აცხადებს ანა რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, პაატა სალია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი არაა და ეს სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა