ნუგზარ რუხაძე - „რუსთავი 2“-ის საქმე უკავშირდება მწვავე კომერციულ ბრძოლას, შესაბამის პოლიტიკურ ძალთა მიერ, შესაბამისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამ გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნუგზარ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჩვენს საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ვიცით, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ურთულესი თემაა, მაგრამ ვიდრე ამ თემაზე თქვენთან დაკავშირებას გადავწყვეტდი, სულაც არ ვვარაუდობდი ამ საქმესთან დაკავშირებით თქვენთან სამართლებრივი საკითხების განხილვას.

მაგრამ, ვინაიდან „რუსთავის 2“-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად პრეცედენტულია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მომხდარის სამართლებრივ შეფასებას მაინც ვერ ავცდებით. ზოგადად, თქვენ როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილების სამართლებრივ ასპექტს?

- მართალი ბრძანდებით, სამართლებრივი შეფასება ნამდვილად არ შედის ჩემს პროფესიულ კომპეტენციაში, თუმცა, რა უფლება მაქვს, რომ ამ ბებერი, დემოკრატიული, თავისუფალი და აყვავებული ევროპის სამართალწარმოების სტილში და შინაარსში რაიმე ეჭვი შევიტანო.

დაეჭვება ყველაფერზე შეიძლება ჩვენს აღვირახსნილად თავისუფალ საუკუნეში, მაგრამ გონივრული ეჭვის რაღაც დასაბუთებული მიზეზი ხომ უნდა გქონდეს კაცს

კი ბატონო, დაეჭვება ყველაფერზე შეიძლება ჩვენს აღვირახსნილად თავისუფალ საუკუნეში, მაგრამ გონივრული ეჭვის რაღაც დასაბუთებული მიზეზი ხომ უნდა გქონდეს კაცს.

რა, გამოვაცხადო ახლა, რომ იმ საოცნებოდ სამართლიან ევროპას, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდის იგივე მომჩივან ტელევიზიას, რაღაც შეეშალა? არაფერი არ შეშლია - დაასკვნა ის, რასაც ჩასწვდა და დაინახა. და ეს განაჩენი მიიღო ქართული სახელწიფოს, როგორც მოპასუხის, სასარგებლოდ. მორჩა და გათავდა!

მითხარით ახლა, რა შეიძლება თქვა ამის საწინააღმდეგოდ? მე პირადად შეკითხვა გამიჩნდა - ის ორომტრიალი და ვაი-ვიში, რომელიც ატყდა საკითხის ირგვლივ, ახლა ვის წინააღმდეგაა მიმართული - ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს წინააღმდეგ?

რა გამოვაცხადო ახლა, რომ იმ საოცნებოდ სამართლიან ევროპას, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდის იგივე მომჩივან ტელევიზიას, რაღაც შეეშალა? არაფერი არ შეშლია - დაასკვნა ის, რასაც ჩასწვდა და დაინახა. და ეს განაჩენი მიიღო ქართული სახელწიფოს, როგორც მოპასუხის, სასარგებლოდ

ტელეარხი “რუსთავი 2“ არის კერძო საკუთრება და მის მიმართ, სიმართლე თუ გვინდა, მხოლოდ ორი ძირითადი შეკითხვა შეიძლება დაისვას - ვისია და რა ღირს?

ბაზისი ესაა, და დანარჩენი სულ ზედნაშენია - პოლიტიკური ფლუიდები, ოპოზიციისა და ხელისუფლების ბუნებრივი,

ტელეარხი “რუსთავი 2“ არის კერძო საკუთრება და მის მიმართ, სიმართლე თუ გვინდა, მხოლოდ ორი ძირითადი შეკითხვა შეიძლება დაისვას - ვისია და რა ღირს?

თუმცა, ზღვარს გადასული ჯახი, ხალხური სენტიმენტი საყვარელი

ტელევიზიის მიმართ, “რუსთავი 2”-ს ჟურნალისტთა სიამაყე, რომ დიდ სახალხო საქმეს აკეთებენ დემოკრატიის სასარგებლოდ და ა.შ.

მე ასე ვუყურებ ამ საქმეს. თუ სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი, აი, ეს არის ჩემი თავისუფალი სიტყვა, რაზეც, ცხადია, კამათი შეიძლება, მაგრამ ცემა-ტყეპა ნამდვილად არა.

- ამ თემაზე უკვე უამრავი კომენტარი მოვისმინეთ, სამართლებრივიც და პოლიტიკურიც. ეს კომენტარები და შეფასებებიც იმაზე მიუთითებს, რომ „რუსთავი 2“-ის თემა საკმაოდ რთულია.

ვნებათაღელვა ამ საკითხზე იმდენად დიდია, რომ ისედაც რთულ თემას კიდევ უფრო რთულს ხდის. ასეთ ვითარებაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა ტიპის საქმეა „რუსთავი 2“-ის საქმე? რა ტიპის ბრძოლაა „რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლა და როგორ დაახასიათებდით ამ ბრძოლას მასში მონაწილე ფიგურანტების გათვალისწინებით?

- რა ვიცი, არც მაინცდამაინც რთულია ალბათ. ყველაფერი სახეზეა თითქოს. მოკლედ და კონკრეტულად თუ ვიტყვით, “რუსთავი 2“ ბიზნესია და მისთვის, როგორც ბიზნესისთვის, ყველაზე მეტად დამახასიათებელი არის ის, რომ ის იყიდებოდა, იყიდება და მომავალშიც გაიყიდება.

“რუსთავი 2“-ის საქმე უკავშირდება მწვავე კომერციულ ბრძოლას მძაფრ იდეოლოგიურ ფონზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა შესაბამის პოლიტიკურ ვითარებაში, შესაბამის პოლიტიკურ ძალთა მიერ, შესაბამისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ამავე დროს, მასობრივი ინფორმაციის ნებისმიერ საშუალებას მთელს მსოფლიოში - კერძოს, საზოგადოებრივს თუ სახელმწიფოს კუთვნილს - მათ შორის, ჩვენი მსჯელობის საგან ტელევიზიას, ახლავს ამავე დროს მკაფიო სულიერ-იდეოლოგიური მახასიათებლები.

ჰოდა, ამ ორი პარამეტრიდან გამომდინარე, “რუსთავი 2“-ის საქმე უკავშირდება მწვავე კომერციულ ბრძოლას მძაფრ იდეოლოგიურ ფონზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა შესაბამის პოლიტიკურ ვითარებაში, შესაბამის პოლიტიკურ ძალთა მიერ, შესაბამისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

- ბრძანეთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე კომერციული ბრძოლაა პოლიტიკურ ფონზე. გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე კომპანიის კუთვნილებასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებმა დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღეს.

მართალია, ჩვენ არ ვიცით, რამდენი გადაიხადა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის შეძენაში, რა წვლილი შეიტანა მან მის განვითარებაში, იგულისხმება ფინანსური თუ ინტელექტუალური წვლილი, მაგრამ ვიცით, რომ ეს ტელეკომპანია 25 წელია არსებობს, ბევრი მფლობელი გამოიცვალა, ხალვაში მისი მფლობელი არც ისე დიდხანს, თუ სწორად მახსოვს, სულ რაღაც წელიწადნახევარი იყო თუ ოდნავ მეტი თუ ნაკლები.

რადგან სტრასბურგმა მფლობელად ქიბარ ხალვაში დაადგინა ამაზე მსჯელობა ზედმეტია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გასაკვირიც იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხალვაშისათვის „რუსთავი 2“ის მიკუთნების თაობაზე. თქვენც ხომ ფიქრობთ, რომ ვინც ასე ფიქრობს, მათი ეჭვები თუ ვარაუდები საფუძვლიანადაც კი გამოიყურება?

- სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. საყურადღებო ის კი არ არის, თუ რამდენ ხანს იყო მავანი ამა თუ იმ ქონების მფლობელი, არამედ ის, თუ რამდენი გადაიხადა მან ამ საქონელში, რამდენად კანონიერი სავაჭრო ტრანზაქცია შედგა მხარეებს შორის, შევიდა თუ არა სახელწიფო ბიუჯეტში ამ კომერციული გარიგების შესაბამისი საგადასახადო მოსაკრებელი და საერთოდ, როგორ და რა ვითარებაში გადავიდა ეს ქონება ერთი მფლობელის ხელიდან მეორე მფლობელის ხელში; ეს ერთი,

საყურადღებო ის კი არ არის, თუ რამდენ ხანს იყო მავანი ამა თუ იმ ქონების მფლობელი, არამედ ის, თუ რამდენი გადაიხადა მან ამ საქონელში, რამდენად კანონიერი სავაჭრო ტრანზექცია შედგა მხარეებს შორის

მეორე - რა არის ასეთი დაუდგენელი და იდუმალი, ამ დამღლელად გახმაურებული ტელევიზიის კომერციულ ისტორიაში? რატომ დასჭირდა ამ სარჩელის გარჩევას საერთაშორისო სასამართლო ძალების დახმარება? ხომ შეიძლებოდა, ზუსტად დაგვედგინა ჩვენვე, ჩვენი შესაძლებლობებით, თუ ვინ რამდენი დახარჯა და გადაიხადა თავის დროზე, და შესაბამისად მიგვეგნო ჭეშმარიტებისთვის, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ამ ბიზნესის კეთილსინდისიერად მიკუთვნება მისთვის, ვისაც მართლა ეკუთვნის ის.

რა შუაშია აქ პოლიტიკა და იდეოლოგია, გარდა იმისა, რომ ამ კომერციული საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა რომელიღაც პოლიტიკურ ძალას აძლევდა ხელს.

ახლა არ მითხრა, ისიც კი არ ვიცით, რამდენი გადაიხადა საერთაშორისო სამართლით აწ უკვე აღიარებულმა მფლობელმა ამ ქონების შეძენაშიო? რატომ არ უნდა ვიცოდეთ? საიდუმლოა? არსად არ წერია არაფერი? ჰაერზე ხდება ამხელა გარიგებები?

რაც შეეხება ეჭვებს საქართველოში დღეს არსებული სასამართლოს მიმართ: ყოველგვარი ავისა და სიმრუდის ვარაუდი და წარმოდგენა შეიძლება, თვით სასამართლო განაჩენის უსამართლობისაც კი - ესეც ადამიანის უფლებებში შედის, მაგრამ საკითხი ასე დგას - სასამართლოსი ან გვჯერა ან არა, ხომ ასეა?

რამდენი გადაიხადა საერთაშორისო სამართლით აწ უკვე აღიარებულმა მფლობელმა ამ ქონების შეძენაში? რატომ არ უნდა ვიცოდეთ? საიდუმლოა? არსად არ წერია არაფერი? ჰაერზე ხდება ამხელა გარიგებები?

თუ გვჯერა, ყველაფერი რიგზეა და შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ და ვიშრომოთ. თუ არ გვჯერა და ვაპროტესტებთ ბოლო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობამდე მივდივართ, ანუ სახელმწიფოს ვერჩით.

ეს კი თავისთავად, დიდი სახელწიფო ძვრების საწინდარია, როცა კანონის და სასამართლოს ნაცვლად ხალხი იღებს ხელში ძალაუფლებას. ეს სულ სხვა სურათია. ხედავ, რა ხდება? და მივდივართ ამაზე? პრინციპში, დასაშვებია, რომ წავიდეთ - ყველა სახელწიფოშია ეს დასაშვები.

ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ ვიღაცამ ქონება წაგართვა, დაიხურა ქუდი და წავიდა. რას იზამ, არ იჩივლებ? და თუ სამართალი პურს შეჭამს და ძალით წართმეულ ქონებას დაიბრუნებ, არ გაგიხარდება? არ იტყვი, თემიდას ვენაცვალეო სამართალში?

- ძნელია არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ ვიდრე მესაკუთრის უფლება არ იქნება ჩვენს ქვეყანაში დაცული, ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც სამართალი იქნება იმგვარი, როგორიც დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანს შეეფერება.

მაგრამ, ფაქტია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეში უზომოდ დიდია პოლიტიკური შემადგენელი. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ეს ტელეკომპანია ქვეყანაში მიმდინარე იდეოლოგიური ბრძოლის მხოლოდ ნაწილია. მეტიც, იგი ამგვარი ბრძოლის ფლაგმანია. თქვენთვის რამდენად იყო აქამდე „რუსთავი 2“ იდეოლოგიური ბრძოლის ნაწილი?

- ეს ტელევიზია ყოველთვის იყო იდეოლოგიური ბრძოლის ეპიცენტრში და ეს კარგია. რატომაც არა! ეს საქართველოზე მხოლოდ კარგად ლაპარაკობს. ცუდი მარტო ის არის, რომ ის ყოველთვის ერთი, რომელიღაც მისთვის მიმზიდველი პოლიტიკური მხარის ინტერესებს იცავდა ხოლმე კბილებით. ეს რამდენად კარგია, არ ვიცი.

„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო იდეოლოგიური ბრძოლის ეპიცენტრში და ეს კარგია. ცუდი მარტო ის არის, რომ ის ყოველთვის ერთი, რომელიღაც მისთვის მიმზიდველი პოლიტიკური მხარის ინტერესებს იცავდა ხოლმე კბილებით. ეს რამდენად კარგია, არ ვიცი

ჟურნალისტიკაში ობიექტურობა თავისთავად ცხადი შემადგენელია. არც კი უნდა იდგეს საკითხი იმის შესახებ, ობიექტური ანუ სამართლიანია თუ არა რომელიღაც მედია.

და ვერაფრით ვერ იქნება მედია ობიქტური და სამართლიანი თუ ის ერთ რომელიმე მხარეს ემსახურება მხოლოდ, ანუ ბანალურ ლექსიკას თუ მოვიშველიებთ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, ასეთი მიკერძოებულობა, როგორსაც „რუსთავი 2“ ამჟღავნებს ასე აშკარად, ალბათ ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ეს ტელევიზია ამ ანგაჟირებულ განწყობას საკმაოდ ოსტატურად აწვდის ადამიანებს დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით. ერთი სიტყვით, მგლის და ცხვრის ტყავის ამბავია.

ვერაფრით ვერ იქნება მედია ობიექტური და სამართლიანი თუ ის ერთ რომელიმე მხარეს ემსახურება მხოლოდ, ანუ ბანალურ ლექსიკას თუ მოვიშველიებთ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია

მეორე მხრივ, ალბათ მთლად მართალი არ ვიქნებოდი თუ ვიტყოდი, რომ „რუსთავი 2“-ის საქმიანობა სულ არ შეესაბამება სიტყვის თავისუფლების იდეას, მაგრამ ამ თავისუფლების იქით ჟურნალისტური ობიექტურობა და სამართლიანობა, პრინციპში, წყალშია ჩაყრილი.

რა ვქნა, ძალიან, აი, ძალიან ეტყობათ, რომ ტყავში ძვრებიან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები, რათა როგორმე შეასრულონ მიცემული პოლიტიკური დავალება. მე ამ თემაზე არერთხელ დამიწერია, ოღონდ ინგლისურენოვან პრესაში.

ალბათ მთლად მართალი არ ვიქნებოდი თუ ვიტყოდი, რომ „რუსთავი 2“-ის საქმიანობა სულ არ შეესაბამება სიტყვის თავისუფლების იდეას, მაგრამ ამ თავისუფლების იქით, ჟურნალისტური ობიექტურობა და სამართლიანობა, პრინციპში, წყალშია ჩაყრილი

არაფერს განსხვავებულს იმ ნაწერებიდან ახლა არ ვამბობ ანუ რასაც მაშინ ვფიქრობდი, იმასვე ვფიქრობ ახლაც და არა ახლა განვითარებულ მოვლენათა გავლენით.

- რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს სტასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ს აშკარად ჰქონდა „ჟანრის კრიზისი“.

არ ვგულისხმობ მხოლოდ გაბუნიას მიერ პრეზიდენტ პუტინის გინებასა და არხის ხელმძღვანელის ხშირ ბილწსიტყვაობას პირდაპირ ეთერში. თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის ჟანრის კრიზისი ჰქონდა უკანასკნელ პერიოდში „რუსთავი 2“-ს, რომელსაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, იდეოლოგიური ოპონენტები მუდმივად აკრიტიკებდნენ, მაგრამ მაინც ინტერესით ადევნებდნენ თვალს?

- ჟანრის კრიზისში, ვფიქრობ, იგულისხმება ჟურნალიზმის ხარისხის დაცემა და მისი ფუნქციონალური მეტამორფოზა. რატომ უნდა აკეთოს ჟურნალისტმა ის, რაც მისი საქმე მაინცდამაინც არ არის?

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საქმეა შევქმნათ საზოგადოებრივი ფორუმი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ჩვენი საზოგადოების შესაბამისად ინფორმირება, გართობა და განათლება.

ჭეშმარიტების პირუთვნელი სამსახური შეუძლებელია ჟურნალისტთა მიკერძოებულ მიდგომათა ფონზე. ჟურნალისტისთვის კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება კი არაა - სიმართლის ღალატია უფრო დიდი კორუფცია

გარდა ამისა, ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას, მისი ხარისხის გაუმჯობესებას, და არა პირიქით, და ვიყოთ რაც შეიძლება ტოლერანტული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.

მე აღარ ვლაპარაკობ ჭეშმარიტების სამსახურზე, როგორც ჩვენი საქმიანობის პირდაპირ არსზე. ჭეშმარიტების პირუთვნელი სამსახური კი, შეუძლებელია ჟურნალისტთა მიკერძოებულ მიდგომათა ფონზე. ჟურნალისტისთვის კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება კი არაა - სიმართლის ღალატია უფრო დიდი კორუფცია.

მოვლენათა შინაარსის ჰიპერბოლიზაცია კომპეტენციისა და ძალის ზუსტად ისეთივე გადაჭარბებაა, როგორც პოლიცის მიერ გადაჭარბებული ფიზიკური ძალის გამოყენება.

ჟურნალისტურ თხრობას ნებისმიერ იარაღზე უფრო მეტი ძალა აქვს. ამიტომ, ჩვენს საქმეში სწორედ თვითკონტროლია ობიექტურობის საწინდარი. აქვს კი „რუსთავი 2“-ს ამ თვითკონტროლის უნარი? ვფიქრობ, მათი მუშაობის სტილი ნიკოლო მაკიაველის რომ მიაწერენ, იმ ფრთოსანი სიტყვის ანარეკლია - მიზანი ამართლებს საშუალებას. სტრასბურგის მოსამართლეებიც ადამიანები არიან და ადამიანური ემოციებით იკვებებიან.

ჟურნალისტურ თხრობას ნებისმიერ იარაღზე უფრო მეტი ძალა აქვს. ამიტომ, ჩვენს საქმეში სწორედ თვითკონტროლია ობიექტურობის საწინდარი. აქვს კი „რუსთავი 2“-ს ამ თვითკონტროლის უნარი?

მთელი მსოფლიო ალაპარაკდა იმ დღეებში და იქნებ მათაც მოჰკრეს ყური, თუ რა ლინგვისტური სიბინძურე გადმოსკდა მაშინ და არა მხოლოდ მაშინ „რუსთავი 2“-ის ეკრანიდან.

რა, შეუძლებელია ასეთი გავლენა ადამიანზე, თუნდაც მოსამართლეზე, თუნდაც საერთაშორისო დონის გამრიგეზე? ჰოდა, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ტყუილად კი არაა ნათქვამი.

- მესმის რაზეც ამბობთ, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ისიც ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ ხშირად ისეთ თემებზე მოიპოვებდა საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც სხვა მედიასაშულებები ვერ ახერხებდნენ.

ინფორმაციის მიწოდების ფორმები და მიზნები შესაძლოა საკამათო იყო ხშირ შემთხვევაში, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ხშირად ის იყო, რომ ამ კომპანიის ბრალდებებზე ხელისუფლება და მმართველი გუნდი ყოველთვის როდის ახერხებდა დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხის გაცემას...

- კი, მოიპოვებდა, როგორ არა, მაგრამ ჟურნალისტური სტილი და ხერხი, რომლის მეშვეობითაც ეს ტელევიზია აწოდებდა და აწოდებს ინფორმაციას ჩვენს საზოგადოებას, ნამდვილად სადავოა.

კი, არის შთაბეჭდილება, რომ ეს მედია სიმართლის გამოაშკარებისთვის აქტიურად იბრძვის, მაგრამ ეს შთაბეჭდილება ნამდვილად გაფიქრებს ადამიანს, თუმცა, მათი საერთო პოპულარობა ქვეყანაში და მათი ყოველდღიური რეიტინგი ნამდვილად აღიარებულია საზოგადოების მიერ.

ადამიანები უფრო მეტად ეტანებიან ინფორმაციის მიღებას იმ მედიისაგან რომელიც, ასე ვთქვათ, ჩაგრულის მხარესაა. ეს ამ ტელევიზიის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზია

ამის მიზეზის ახსნაც შეიძლება. ეს ტელევიზია ოპოზიციური მედიაა ანუ გაფაციცებით, მონდომებით და თან საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმის მოშველიებით აშუქებს ქვეყნის გადაჭარბებულად ალესილი და გამწარებული ოპიზიციის განწყობასა და ფილოსოფიას არსებული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომელიც, ერთგვარი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური რყევების მიუხედავად, მაინც მყარად და საკმაოდ თავდაჯერებულად დგას თავის ადგილზე და მართავს ქვეყანას ამ უაღრესად დაძაბულ ვითარებაში.

მოგეხსენებათ, ყველა ერისთვის ნიშანდობლივია ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ სიმპათია.

აქედან გამომდინარე, ადამიანები უფრო მეტად ეტანებიან ინფორმაციის მიღებას იმ მედიისაგან რომელიც, ასე ვთქვათ, ჩაგრულის მხარესაა. ეს ამ ტელევიზიის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზია, რა თქმა უნდა.

ცხადია, არის სხვა მიზეზებიც - ოპერატიულობა, საქმის სიყვარული, პროფესიული თავგანწირვა, პროგრამული გემოვნება, ფაქტების კირკიტისა და გამოაშკარავების უნარი, შემტევიანობა, პარტიული სიმტკიცე და ერთგულება, ხელისუფლების დამხობის დაუოკებელი სურვილი და ასე შემდეგ.

ის, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრებს „რუსთავი 2“-თან შეხვედრა არ უყვართ, თითქოს გასაგებია, მაგრამ მე მაინც არ ვამართლებ ასეთ განწყობას ბოლომდე. პოლიტიკოსი აინუნშიც კი არ უნდა აგდებდეს ჟურნალისტის შეტევას, თავხედობას, მიკერძოებას და უზრდელობასაც კი.

ის, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრებს „რუსთავი 2“- თან შეხვედრა არ უყვართ, თითქოს, გასაგებია, მაგრამ მე მაინც არ ვამართლებ ასეთ განწყობას ბოლომდე. პოლიტიკოსი აინუნშიც კი არ უნდა აგდებდეს ჟურნალისტის შეტევას, თავხედობას, მიკერძოებას და და უზრდელობასაც კი

პოლიტიკოსი ნებისმიერ ვითარებაში და პირობებში უნდა აწვებოდეს თავის საქმეს ქვეყნის სასარგებლოდ და არ თვლიდეს, რომ რამე შეკითხვაზე პასუხის გაცემა უხერხული და შეუძლებელია.

პოლიტიკა არგუმენტების სამყაროა და მიზანი ერთია ამ პაექრობაში - გამარჯვება, რაც არ უნდა ძნელი და საჩოთირო იყოს მისი მიღწევა.

- რა ჯობს, „რუსთავი 2“-ის ტიპის ტვ იყოს თუ არ იყოს? რა უფრო გამოადგებოდა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დემოკრატიის შენარჩუნებასა და განმტკიცებას ქვეყანაში და რა უფრო მეტ სარგებლობას მოუტანდა ერს?

- უნდა, იყოს! აუცილებლად უნდა იყოს! მასობრივი ინფორმაციის იმ ყაიდისა და შინაარსის საშუალება როგორიც „რუსთავი 2“-ია, უნდა არსებობდეს და მუშაობდეს, თანაც სინდისისა და შეგნების თავისუფლებით კარგად შეიარაღებული.

უფრო მეტიც, ის არ უნდა იყოს ერთადერთი ასეთი მემატიანე ქვეყანაში. ჯანსაღი და კონსტრუქციული კრიტიკული აზრი და განწყობა არსებულ ხელისუფლების მიმართ უნდა ცოცხლობდეს და მოქმედებდეს შესაბამისად, თავად ხელისუფლების შიგნითაც კი და არა მხოლოდ ოპოზიციაში.

იმ ყაიდისა და შინაარსის საშუალება როგორიც „რუსთავი 2“-ია, უნდა არსებობდეს და მუშაობდეს, თანაც სინდისისა და შეგნების თავისუფლებით კარგად შეიარაღებული

ამით ხელისუფლებაც მოიგებს და ხალხიც, ოღონდ მედია არ უნდა იყოს პოლიტიკურად იმდენად გადახრილი და გადაწონილი ერთ რომელიმე მხარეს, რომ ობიექტურობას და სამართლიანობას ღალატობდეს დაუფიქრებლად, რითაც, უბრალოდ, ერჩოდეს ქვეყანას და ადამიანებს. აკი ვთქვი, რომ ტოლერანტულობა საკუთარ თანამემამულეთა მიმართ ქართული ჟურნალიზმის ერთ-ერთი ძირითადი თვისება უნდა გახდეს.

არის რაღაც ზღვარი, როცა გადაჭარბებული კრიტიკა კარგავს კონსტრუქციულობას და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი სასარგებლო საქმიანობიდან გადადის სრულიად დესტრუქციულ ქმედებაზე, თანაც შემთხვევითზე კი არა, არამედ, პერმანენტულზე.

ამ ტელევიზიას თავისი ბევრი მომხრე, გულშემატკივარი და მაყურებელი ჰყავს, რომელიც არ დაიზარებს და იბრძოლებს მის მხარდასაჭერად და, როგორც თავად ამბობენ, გადასარჩენად.

არის რაღაც ზღვარი, როცა გადაჭარბებული კრიტიკა კარგავს კონსტრუქციულობას და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი სასარგებლო საქმიანობიდან გადადის სრულიად დესტრუქციულ ქმედებაზე, თანაც შემთხვევითზე კი არა, არამედ პერმანენტულზე

ეს ერთობ სიმპათიური მოქალაქეობრივი პოზიციაა, მაგრამ რა საჭიროა ღია კარების მტვრევა. რა გადარჩენა უნდა „რუსთავი 2“-ს? აცალე, იქნებ გადარჩენილიცაა და მოგებულიც!

ჰო, იქნებ კიდევ უფრო უკეთესად და ეფექტურად შეძლოს მუშაობა „რუსთავი 2“-მა, მაგრამ არა, ოპოზიცია არ მოიცდის. პირიქით, ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ მოიცდის იქამდე, რომ საზოგადოებამ დაინახოს, დიდად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს რომ მოხდეს, მაშინ, ოპოზიციის წინასწარ ნათქვან-ნაზრახი აღარ გამართლდება და ეს მისთვის წამგებიან დაბოლოებას ჰგავს უფრო.

- „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფად განვითარდა მოვლენები. თქვენი დაკვირვებით, შექმნილ ვითარებაში სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმალური სცენარი?

- ერთი ბედნიერება კი ნამდვილად აქვს საქართველოს, რომ პოლიტიკური ფრონტის ორივე მხარეს დგანან გამორჩეულად გონიერი და კვალიფიციური ადამიანები, განსაკუთრებით, ზოგიერთი მათგანი.

ეს ჩვენი ეროვნული პოტენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, და ამ სიმძლავრეს ბრძნულად უნდა გამოყენება ჩვენს და არა მტრის და დუშმანის სასარგებლოდ.

თუ დავფიქრდებით, ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ და ყველას ერთი მიზანი უნდა გვამოძრავებდეს - საქართველოს არ გაქრობა პირისაგან მიწისა და იქ კარგი ცხოვრება

ჩვენ ჩქარა ვსწავლობთ ყველაფერს - ავსაც და კარგსაც, იმიტომ, რომ ნიჭიერ ხალხად ვითვლებით, მაგრამ ზოგიერთ რამეში მაინც მოვიკოჭლებთ ხოლმე.

მაგალითად, ძალიან სწრაფად ავითვისეთ ცხოვრების კაპიტალისტური წესი, მაგრამ მაინც წაგვკრავს სოციალიზმი შიგადაშიგ, პატივი ვეცით დასავლურ ფასეულობებს, მაგრამ მაინც აქეთ ვიხრებით ხოლმე, მოპირდაპირე მხარეს, ვიცით, რომ სიავე, ბოროტება და სიძულვილი თავიდანაა მოსაშორებელი არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაშიც, მაგრამ მაინც ყელში გვინდა ოპონენტს ვწვდეთ, ხანდახან ფიზიკურადაც კი, ოღონდ, მოწინააღმდეგე მიწასთან ვნახოთ გასწორებული.

ამ დროს, თუ დავფიქრდებით, ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ და ყველას ერთი მიზანი უნდა გვამოძრავებდეს - საქართველოს არგაქრობა პირისაგან მიწისა და იქ კარგი ცხოვრება.

ერთ შედარებას გავაკეთებ - გუშინ „რუსთავი 2“-ში მივიდა მისი ახალი დირექტორი. პირდაპირ გეტყვი და არ დაგიმალავთ, რომ თვალებს არ დავუჯერე, რასაც ვუყურებდი. ეს კაცი მართლა ქვა და რკინა ყოფილა! რატომ ელაპარაკებოდნენ ასე? რა დააშავა? ის, რომ დირქტორად დანიშნა მფლობელმა?

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ვეკითხები - თქვენ ამ ტელევიზიის ხელფასიანი თანამშრომლები ხართ თუ ქვეყანაში არსებული რომელიღაც პოლიტიკური ძალის ვერბალური ნაწილი. ეს უკვე არც ბიზნესია და არც ჟურნალიზმი

წარმოვიდგინე იგივე სიტუაცია ნამდვილ და არა ველურ კაპიტალიზმში - მოვიდა ახალი მფლობელი, დანიშნა ახალი დირექტორი, და შემოესია მას თანამშრომლები სახელდახელო და კატეგორიულ მოთხოვნებით - ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა სადღაც იქ, მაგრამ ჩვენში ხომ ყველაფერი მოსულა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ვეკითხები - თქვენ ამ ტელევიზიის ხელფასიანი თანამშრომლები ხართ თუ ქვეყანაში არსებული რომელიღაც პოლიტიკური ძალის ვერბალური ნაწილი. ეს უკვე არც ბიზნესია და არც ჟურნალიზმი.

ეს არის გამოკვეთილად გადახრილი და მიკერძოებული პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ჟურნალიზმს, როგორც ასეთს, ვერასოდეს ვერ დაამშვენებს. თუმცა, გასაგებია ყველაფერი - ჯერ კიდევ მწიფობისა და ზრდის ხანაში ვართ, როგორც ქვეყანა და პოლიტიკური ცხოველი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს