ბათუმის სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქციის მონაწილეები გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. მათ პროტესტის ნიშნად სასამართლოს მიმდებარე ტერიტირიასთან გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხუთი თვის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინცინდენტის დროს ოთხი ახალგაზრდა უკანონოდ დააკავეს. ბრალდებულების ახლობლები ამბობენ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან მათ დაკავებულებთა გათავისუფლების მოლოდი ჰქონდათ, თუმცა მოსამართლემ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

"მოწმეები აცხადებენ, რომ ახალგზარდებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ინცინდენტში მონაწილეე მხარეებს შორის შერიგება მოხდა და პრობლემა მოგვარდა, თუმცა მათი ციხიდან გამოსვლა ვერ ხერხდება, რადგან ამის უფლებას სასამართლო არ აძლევთ. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ ხუთი თვის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების ახლობლებს შორის ინცინდენტი მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებს გამოძიება იარაღის გამოყენებასა და ხულიგნობას ედავება.

იხილეთ ვიდეო:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს