ირმა ნადირაშვილი - როგორც არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ოკუპაცია მოახდინა, აუცილებლად წავა

როგორც არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი, 2020-ში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ოკუპაცია მოახდინა, აუცილებლად წავა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ბიძინა ივანიშვილს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ძვირი დაუჯდეს.

„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დღეს არის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილისთვის, მას უნდა რომ დაადუმოს და გააჩუმოს ყველაზე მსხვილი კრიტიკული მაუწყებელი, მაგრამ იმედი უნდა გავუცრუო ბატონ ბიძინას და ვუთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება. როდესაც ადამიანები ვერ იყიდიან წამალს, როდესაც მათ მოექცევიან უსამართლოდ და დაჩაგრავენ, ეს სიტყვა ყოველთვის ამოხეთქვას და მითუმეტეს ტექნოლოგიების საუკუნეში. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი და ჩვენ ოპოზიცია ყველაფერს ვეცდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, თუკი ამას მოხერხებს ბიძინა ივანიშვილი, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს და პოლიტიკური ფასი დაუჯდეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს „რუსთავი 2“ ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ.

„მრავალი წლის წინ ეროსი კიწმარიშვილმა ეს არხი შექმნა და დააკომპლექტა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით და ამ არხმა შეასრულა უდიდესი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ არხს ჰქონია უფრო მძიმე წუთები, როდესაც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ის საერთოდ ვერ მაუწყებლობდა, ამიტომ მე მინდა აქედან „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელი გავამხნევო და გითხრათ თქვენ ყველას, არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ აუცილებლად ისევ თავისუფლები დაბრუნდებით ეთერში,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა