გუბაზ სანიკიძე - გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება

ბიძინა ივანიშვილს ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გარწმუნებთ ამაში,“ - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა სიურპრიზებს გულისხმობს, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისივე თქმით, მოსალოდნელია „მძიმე ბრძოლა სასამართლოში“.

ამასთან, გუბაზ სანიკიძის განმარტებით, „ხელისუფლებას „რუსთავი 2“ არ აწყობს“.

ასევე, კითხვაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოსალოდნელ ცვლილებას ეხებოდა, გუბაზ სანიკიძემ უპასუხა, რომ ამის მცდელობა იქნება, თუმცა საბოლოოდ რა გამოვა, ეს „ბევრ რამეზეა დამოკიდებული“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა