პაატა სალიას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დაწყებულია

როგორც ვხედავ, ყველა მედიასაშუალებას საქართველოში გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშავოთ სწორი გზების, ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზების მხრივ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დაწყებულია, თუმცა პაატა სალიამ, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრა.

„ფინანსური მდგომარეობის შესწავლაც დავიწყეთ. არ მინდა ახლა ვისაუბრო დეტალებზე, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა, როგორც ვხედავ, ყველა მედიასაშუალებას საქართველოში გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშავოთ სწორი გზების, ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზების მხრივ", - განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, დამფუძნებელი აპირებს თუ არა ინვესტიციის ჩადებას კომპანიაში, იმისთვის, რომ ფინანსური კუთხით პრობლემები არ შეიქმნას, პაატა სალიამ განმარტა, რომ რას აპირებს ამ მხრივ ქიბარ ხალვაში, მხოლოდ მას შემდეგ ეცოდინება, რაც „სრული სურათი ექნება“.

„ამის თაობაზე საუბარი არ არის ახალი, რომ გარკვეული ფინანსური პრობლემები არის. ამაზე იყო საუბრები, რომ ეს ყადაღის გამო იყო გამოწვეული და ასე შემდეგ, თუმცა მე იმასაც გავახსენებ საზოგადოებას, რომ მიმდინარე ხარჯებთან დაკავშირებულ სესხებზე და მოკლევადიან სესხებზე უზრუნველყოფაზე, ჩვენ მაშინაც თანხმობას ვაცხადებდით, რომ ყადაღები მოგვეხსნა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მაშინ ეს დიალოგი ვერ შედგა. არ გამოვიდა ეს საკითხი, ანუ მათ უარი თქვეს.

რაც შეეხება იმას, რას აპირებს ქიბარ ხალვაში ფინანსური ინვესტიციების კუთხით და ასე შემდეგ, ამაზე ზუსტი პასუხი მექნება მას შემდეგ, რაც სრული სურათი მექნება. რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა საჭიროებაც ექნება კომპანიას და რა შესაძლებლობებიც ექნება ამ შემთხვევაში კომპანიის მესაკუთრეს", - განაცხადა პაატა სალიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს