ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის  მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე თქმით, შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ამ შეხვედრებით მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს საკითხები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ ამა თუ იმ სოფელში რა საკითხებია აქტუალური. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, რაც უდავოდ პოზიტიურ შედეგს მოიტანს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

„ამ ტიპის შეხვედრები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უშუალო კომუნიკაცია ქონდეს ხელისუფლებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ​მოსახლეობასთან. შეხვედრების შედეგად ჩვენ ვგებულობთ საჭიროებებს უშუალოდ მოსახლეობისგან. თითოეულ საკითზე მოხდება მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ.

ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლისა და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა