ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ"  ხელმოწერებს აგროვებენ, ლევან ვასაძე მივიდა

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" ხელმოწერებს აგროვებენ, ლევან ვასაძე მივიდა. ტაძრის ეზოში მყოფები აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფს „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმოადგენენ. ისინი ეკლესიის ეზოში გაშლილ სუფრასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ტრაპეზია და უბრალოდ ხელმოწერების შეგროვებას დაემთხვა.

ლევან ვასაძის თქმით, ამ ტაძარში პირველად იმყოფება და იმ ადამიანების აზრებს იზიარებს, ვინც ტაძრის ეზოში ხელმოწერებს აგროვებს. სუფრის წევრები ლევან ვასაძეს ტაშით შეხვდნენ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა კი ამბობს, რომ დილით მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვა ჩაატარა და შემდეგ მოეწყო ტრაპეზიც, თუმცა მას ხელმოწერებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისივე ინფორმაციით, ტრაპეზი მრევლის მიერ არის მოწყობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა