„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა  და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა გაიმართა

ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა შედგა, ჟურნალისტებმა ითხოვეს დრო, ცხადია საკითხი არისმნიშვნელოვანი და დელიკატური, ჩვენ ველოდებით მათ პასუხს, -ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მათ შორის, საკმაოდ საინტერესოდ და კეთილგანწყობილად წარიმართა საუბარი.

"გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100 წილის პროცენტიანი რეალური მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილი შეხვდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. თქვენ იცით, რომ მან შესთავაზა ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა და მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ტელეკომპანიად. ასევე, განავითაროს ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც წლების განმავლობაში მისი პროფესიონალი გუნდი კეთებს ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების გარანტი. შეხვედრა შედგა, ჟურნალისტებმა ითხოვეს დრო. ცხადია საკითხი არის მნიშვნელოვანი და დელიკატური, ეს არის პროცესი და ჩვენ ველოდებით მათ პასუხს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა