გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშვილზე - არ შეიძლება ადამიანი თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან 7 მილიონ დოლარს აფრიალებდეს ჰაერში და ამტკიცებდეს, რომ მან იყიდა "რუსთავი 2" და არა ხალვაშმა

ირაკლი ოქრუაშვილი მილიონებზე ისე ლაპარაკობს, გეგონება საჯარო მოხელე კი არა, დიდი მაგნატი იყო იმ პერიოდში, როცა უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელე. სულ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ირაკლი ოქრუაშვილი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის თემა მისთვის სანდო არ არის.

"არ შეიძლება ადამიანი თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან შვიდ მილიონ დოლარს აფრიალებდეს ჰაერში და ამტკიცებდეს, რომ მან იყიდა "რუსთავი 2" და არა ხალვაშმა. ეს რაღაც აღიარებას , თვითლუსტრაციას ჰგავს. ვნახოთ, ესეც უნდა დადასტურდეს, საექსპერტო შეფასებები სჭირდება დოკუმენტს, რომელიც მან წარმოადგინა, მაგრამ ოქრუაშვილი ნამდვილად არ ჩანს იმ სანდო ფიგურად, რომელიც რეალურად შეიძლება ამ თამაშში რეალურად ღებულობდეს მინაწილეობას",-აცხადებს ვოლსკი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა